ქარტიამ „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები დააკმაყოფილა


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 9 მაისს გამართულ სხდომაზე სრულად დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებები ტელეკომპანია „TV პირველისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ“.

ქარტიას საჩივრით„თანასწორობის მოძრაობამ“ და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა”მიმართეს, რომ ჟურნალისტმა გადაცემაშივე არ უზრუნველყო აეხსნა მაყურებლისთის, რომ აივ ინფექცია და C ჰეპატიტი არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამით კი ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას და სტიგმის გაძლიერებას აივ დადებითი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მიმართ.

ქარტიის გადაწყვეტილებით „TV პირველის“ გადაცემის, „ანა წერეთლის დღის ამბების“ წამყვანმა, ანა წერეთელმა[1] 2020 წლის 16 აპრილის ეთერში დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მე-5 (შესწორების პრინციპი) და მე-7 (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპები.

გარდა ამისა, ქარტიამ დააკმაყოფილა „თანასწორობის მოძრაობის“ 30 აპრილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“  გადაცემის „ღია ეთერის“ წამყვანების- რუსა შელიასა და ვაკა გორგილაძის[2] წინააღმდეგ და ქარტიის მე-7 (დისკრიმინაციის წახალისება) პრინციპის დარღვევა დაადგინა.

[1] . ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://equality.ge/5738

[2] . ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://equality.ge/5854