სისხლის დონაციის აკრძალვა


სისხლის დონაციაზე “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია სამინისტრომ გაითვალისწინა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია გაითვალისწინა და მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა. აღნიშნული რეკომენდაციით “თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალში მიმართა. რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, მსმ თემისთვის სისხლის დონაციაზე აკრძალვა 12 თვით განსაზღვროს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით სამინისტროს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა. აღნიშნული ნორმა შეეხება მსმ[1] ადამიანებისთვის ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში სისხლისა და მისი …

ახალი ამბები


სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 10 წლით

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მსმ და გეი თემისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა კონკრეტული ქცევიდან 10 წლის მანძილზე. გასაჩივრებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. …

ახალი ამბები