ნამი ბლანში


ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი

ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი შესანიშნავია თავის პროფესიაში. ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ცალკე ცხოვრობს – დამოუკიდებლად იყიდა სახლი. ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი საზღვარგარეთ სწავლობდა. ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი კარგი დედაა. შეიძლება განქორწინებულია, მაგრამ ყოფილთან ინაწილებს მშობლობის პასუხისმგებლობას და სრულყოფილად უთავსებს კარიერას. ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი შვილს ეკრანთან დროის გატარების ნაცვლად თავად ეთამაშება. ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი სილამაზის სტანდარტებს არ ცნობს, თუმცა აუცილებლად …

ბლოგი
ქვიარ პერსპექტივა