კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის


კოალიცია: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩეს

2021 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, თამაზ ცაბუტაშვილს, უფლებამოსილების ვადა ეწურება.  სასამართლოს ახალი წევრი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს და კანონმდებლობის თანახმად, ახალი წევრი თანამდებობაზე 26 ივნისიდან 16 ივლისამდე შუალედში უნდა გამწესდეს.  უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ისედაც სუსტ რეპუტაციასა და ნდობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აღნიშნულს განსაკუთრებით შეუწყო ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო ორი წევრის დანიშვნამ. …

ახალი ამბები


კოალიცია პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს. შეთანხმების პირობების კეთილსინდისიერად შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისა და არსებული …

ახალი ამბები


კოალიცია სააპელაციო სასამართლოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეშფოთებას გამოხატავს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სადაც  სასამართლომ ცილისწამებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე შეექმნება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და უფლებადამცველ ორგანიზაციათა საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს. კვლევაში, რომელიც სასამართლო …

კატეგორიის გარეშე


კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული …

ახალი ამბები


კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, კლანური მმართველობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭიროს

დამოუკიდებელი და სანდო სასამართლოს არსებობა არა მხოლოდ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის 30-ე წლისთავზე საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა კვლავ ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს საუბარი პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ ზეგავლენებსა და კორუფციაზე. სასამართლო კვლავაც ვერ ასრულებს სხვა სახელისუფლებო შტოების ბოჭვისა და …

ახალი ამბები


განცხადება საგანგებო მდგომარეობის პირობებში საერთო სასამართლოებში პროცესების დახურვისა და სხვა სახის ხარვეზების თაობაზე

2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშvნელოვანია ამავდროულად დაცული იქნეს სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის …

ახალი ამბები


კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ. მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმის ოთხი ტალღისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას, რასაც გავლენიანი ჯგუფის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება და კანონმდებლობის …

ახალი ამბები