თეა წულუკიანი


გამოხმაურება თეა წულუკიანის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ 2021 წლის 30 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის დილა” გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებას. ხელოვანების დაფინანსებაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანმა მაგალითად მოიყვანა ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რაზეც თეა წულუკიანმა უპასუხა:”თუ მხარდაჭერაში იგულისხმება მინისტრი, რომელიც მაინცდამაინც პროპაგანდას უწევს იმას, რაც არ მოსწონს, ასეთი მხარდაჭერა შეიძლება არ იყოს, …

ახალი ამბები


წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობია გამოიყენა კრიტიკის ასაცილებლად – Human Rights Watch

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, ტრანსფობიური განწყობების გამოყენებით, სცადა თავიდან აეცილებინა მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკა. “საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ლგბტ ადამიანები ხშირად განიცდიან ძალადობას, შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციას ცხოვრების ყველა სფეროში. ჰომოფობიური განცხადებები თანამდებობის პირების მხრიდან საზოგადოებაში გავრცელებულ ჰომოფობიას ასაზრდოებს. ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა …

ახალი ამბები