თბილისის პრაიდი


“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება “ღირსების მარშთან” დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ „თბილისის პრაიდის” გარშემო შექმნილ მდგომარეობას და მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს. გვსურს განვაცხადოთ, რომ “თანასწორობის მოძრაობა” არასდროს ყოფილა ჩართული თბილისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში. ამასთან, ჩვენი ორგანიზაცია მონაწილეობას არ იღებს არცერთ ამ ღონისძიებაში. ეს ღონისძიებები ტარდება “თბილისის პრაიდის” მიერ, რომელიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მიმართვა თემის …

ახალი ამბები


სახალხო დამცველი: სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ჰომოფობიური განწყობების შემცირებას

საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა “თბილისის პრაიდის” შესახებ შსს-ს განცხადებას და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების შემცირებას. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება და შესაბამისი რესურსის მობილიზებით, მოახდინოს კერძო პირებისგან …

ახალი ამბები


გამოხმაურება “თბილისის პრაიდის” შესახებ შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ ლგბტ ადამიანებისთვის დამამცირებელ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას, სადაც, უწყების თქმით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ 23 ივნისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი საჯარო მსვლელობის – ღირსების მარშის – სათანადო დაცვას. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი. 2012 …

ახალი ამბები


შსს აცხადებს, რომ “თბილისის პრაიდის” უსაფრთხოებას ვერ დაიცავს

მოლაპარაკებების მიუხედავად “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმება მსვლელობის უსაფრთხოების დაცვაზე ვერ მიაღწიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის ვერ დაიცავს მსვლელობის მონაწილეების უსაფრთხოებას, პრაიდის ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ ისინი მაინც ჩაატარებენ მსვლელობას და არ წყვეტენ მზადებას. “თბილისის პრაიდი” 18-23 ივნისის პერიოდში ჩატარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს გაავრცელა განცხადება, რომ “თბილისის …

ახალი ამბები