განცხადება


“თანასწორობის მოძრაობის” გამოხმაურება მამუკა ხაზარაძის ჰომოფობიურ განცხადებასთან დაკავშირებით

“თანასწორობის მოძრაობა” ეხმაურება პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის დისკრიმინაციულ, ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დისკრიმინაციული შინაარსისაა და ლგბტ+ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ემსახურება. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ერთერთ ყველაზე დაუცველ და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ, რასაც საზოგადოების ნაწილში არსებული ჰომო- და ტრანს*ფობიური დამოკიდებულებები განაპირობებს. ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და ძალადობის წახალისებას ხელს უწყობს …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” შეშფოთებას გამოხატავს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ოფისს თავს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ და საღებავები შეასხეს.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც ოფისის შენობაზე ლგბტ+ დროშის გადმოფენას აპროტესტებენ. პრაიდის წარმომადგენლების ვარაუდით, ოფისზე თავდასხმა სავარაუდოდ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: დროულად …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” ოფისები ერთი კვირით დაიხურება

9 მარტიდან 16 მარტამდე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისები თბილისსა  და ზუგდიდში დროებით დაიხურება. “თანასწორობის მოძრაობამ” აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად იზრდება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევები. დანიშნული ვიზიტები მომავალი კვირისთვის გადაიდება. ხოლო მათ ვისაც სურთ, გაიკეთოთ სწრაფი აივ-ტესტირება, ან ჩაერთონ პრეპ პროგრამაში, მომავალი კვირიდან შეგიძლიათ მოგვმართოთ იმავე მისამართზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩა …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 20 ივნისის დილიდან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს. ოკუპანტი ქვეყნის …

ახალი ამბები


გამოხმაურება “თბილისის პრაიდის” შესახებ შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ ლგბტ ადამიანებისთვის დამამცირებელ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას, სადაც, უწყების თქმით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ 23 ივნისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი საჯარო მსვლელობის – ღირსების მარშის – სათანადო დაცვას. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი. 2012 …

ახალი ამბები


პლატფორმა „არა ფობიას!’ ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

დღეს 17 მაისია, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT). სწორედ ამ დღეს ლგბტქი პირთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევახსენოთ ის გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს ქვეყანაში. ა) შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ამ დღის აღნიშვნა  1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა საერთო …

ახალი ამბები


გაერთიანებული ოპოზიციისთვის თელავში მიმავალი გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავთ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სახელმწიფოს მხრიდან, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში მანიფესტაციის ჩატარების  ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 16 დეკემბერს დაანონსებული პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა განიზრახეს თელავში მშვიდობიანი აქციის გამართვა,  თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციაში მონაწილეობის მსურველ პირებს რამდენიმე ადგილას, გომბორის …

ახალი ამბები