ადამიანის უფლებები


ტრანსგენდერი კაცისთვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საია-მ სტრასბურგში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა, რომელიც ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს …

ახალი ამბები


შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა

2 აგვისტოს შსს–ს აკადემიაში „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სტანდარტების შესახებ“ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგს შსს–ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი გოგა ხატიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და …

ახალი ამბები


რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადგილობრივი პოლიციის მიერ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხი მირტაგი ასადოვის თვითნებური დაკავების საქმეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოვუწოდებთ მიიღონ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღდგენის მიზნით. შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ის აქტიურად მუშაობს საქართველოში …

ახალი ამბები


არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

  24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით. …

ახალი ამბები