განცხადებები


ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე უარს ამბობს

დღეს „თბილისი პრაიდის“ ფესტივალზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, შეაკავოს და გაუმკლავდეს მცირერიცხოვანი მოძალადე ჯგუფების აგრესიას. რამდენიმე თვით ადრე დაგეგმილი, სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებული, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლა ხელისუფლების მორიგი მარცხია.  შინაგან საქმეთა სამინისტრო თვეების განმავლობაში ჰპირდებოდა „თბილისი პრაიდს“, სხვადასხვა ორგანიზაციებს, სახალხო დამცველსა და უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი დაიცავდნენ მშვიდობიანად შეკრებილი ადამიანების უსაფრთხოებას. დღეს …

განცხადებები


კოალიცია თანასწორობისთვის მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ. ასეთი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, …

განცხადებები


სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” განცხადება პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით

პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება პრაიდის კვირეულს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ითანამშომლონ კვირეულის ორგანიზატორებთან. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის …

განცხადებები


ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ჩვენთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას. მიგვაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერ იაზრებს პროფესიულ პასუხისმგებლობას, ბოროტად და არამართებულად იყენებს გენდერული თანასწორობის იდეას; ხოლო …

განცხადებები


რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება

საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია. ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ქართველი ხალხის 89%-ის …

განცხადებები


პლატფორმა “არა-ფობიას!” ეხმაურება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

დღეს, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT) აღინიშნება. სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!’ ეხმაურება ამ დღეს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საზოგადოებას შეახსენოს ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს ქვეყანაში. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება სამწუხაროდ, ლგბტქი+ თემს დღემდე არ აქვს საჯარო სივრცეში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. 2021 წლისგან განსხვავებით, …

განცხადებები


„ქართული ოცნება“ აგრძელებს სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას – კოალიციის განცხადება

  საპარლამენტო უმრავლესობამ შეგნებულად უკვე ორჯერ შეუშალა ხელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. 18 აპრილის სესიისთვის 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. ხმათა ეს რაოდენობა საკმარისი იყო კომისიის შექმნისთვის. თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დეპუტატებმა კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, კვორუმი (76 დეპუტატი) არ შედგა. …

განცხადებები


სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა ხელისუფლებას

გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას. ევროკავშირში გაწევრიანების, როგორც ეროვნული იდეის ირგვლივ ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციით ვაჩვენეთ, რომ ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს …

განცხადებები