კატეგორიის გარეშე


საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს კონსტიტუციის განგრძობადმა და უხეშმა დარღვევამ პარლამენტის წინ ძალადობის ესკალაცია გამოიწვია

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია. ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს …

კატეგორიის გარეშე


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას და იმ პრობლემებს, რაც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ …

კატეგორიის გარეშე


გაეროს ექსპერტი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში საქართველოს ეწვევა

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხებში საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს “თანასწორობის მოძრაობამ” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გაუგზავნა. დამოუკიდებელი ექსპერტი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა კომპეტენციაში შედის ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილისა და ძალადობის აღმოფხვრისთვის მუშაობა. საქართველოში ჩამოსვლამდე მდგომარეობის მიმოხილვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “თანასწორობის მოძრაობამ” და “ქალთა ინიციატივების …

კატეგორიის გარეშე


მოწვევა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე: PrEP-თან დაკავშირებული კომუნიკაციის სტრატეგიის რევიზია

არსებული სიტუაცია PrEP-ი იავ-ის პრევენციის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციია, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი 2017 წლიდან გახდა პილოტურ რეჟიმში მსმ ჯგუფისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მსმ ჯგუფში აივ-ის კონცენტრირებული ეპიდემიაა, PrEP-ში ჩართვას და მის უწყვეტად გაგრძელებას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს ინფიცირების შანსი როგორც ინდივიდის დონეზე, ისე ჯგუფში. ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია მოცვის რა სამიზნეები არის რეალისტური, მაგრამ სხვა ქვეყნების …

კატეგორიის გარეშე


თანასწორობის მოძრაობა ულოცავს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩევას

“თანასწორობის მოძრაობა” ულოცავს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩევას და წარმატებებს უსურვებს უაღრესად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ, თანასწორობის მოძრაობაში გვჯერა, რომ ნინო ლომჯარია  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უმცირესობების უფლებების დაცვის და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების  საქმეში. თანასწორობის მოძრაობა გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის პროცესში. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ …

ახალი ამბები
კატეგორიის გარეშე


კანადის პრემიერ-მინისტრის ბოდიში ლგბტქი ადამიანებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ ისაუბრა წლების განმავლობაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებულ დევნასა და დისკრიმინაციაზე. “წარმოიდგინეთ რომ ქვეყანა, რომლისთვისაც მზად ხართ ყველაფერი გაიღოთ, არ ჭირდებით, არ გაღიარებთ და აღგიქვამთ როგორც ნაკლულს ან საფრთხედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა იმიტომ რომ არ შეგიძლიათ …

კატეგორიის გარეშე