კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. წარმომადგენლობით პალატაში სიტყვით გამოსვლისას ჯასტინ ტრუდომ ისაუბრა წლების განმავლობაში ლგბტქი ადამიანების მიმართ განხორციელებულ დევნასა და დისკრიმინაციაზე.
“წარმოიდგინეთ რომ ქვეყანა, რომლისთვისაც მზად ხართ ყველაფერი გაიღოთ, არ ჭირდებით, არ გაღიარებთ და აღგიქვამთ როგორც ნაკლულს ან საფრთხედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არა იმიტომ რომ არ შეგიძლიათ საქმის გაკეთება, არა იმიტომ რომ პატრიოტიზმის ნაკლებობა გაქვთ, ან თუნდაც მოტივაციის, არამედ მხოლოდ იმიტომ თუ ვინ ხართ თქვენ და ვინ არიან თქვენი სექსუალური პარტნიორები”. წარმოიდგინეთ რომ მუდმივად გიწევთ ბრძოლა იმ უფლებებისთვის, რომელზე წვდომაც თქვენ სხვა თანამოქალაქეებს ჩვეულებრივ აქვთ, წარმოიდგინეთ რომ თქვენ კრიმინალიზებული ხართ მხოლოდ იმის გამო თუ ვინ ხართ თქვენ. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ სისტემურ დევნაზე, კრიმინალიზაციაზე და ძალადობაზე რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი მოქალაქეების მიმართ. იმედი მაქვს რომ ამ უსამართლობაზე საუბრით და პირობის დადებით რომ ეს აღარასოდეს განმეორდება ჩვენ შევძლებთ ჭრილობების მოშუშებას” – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.
სრული ვიდეო მიმართვა ინგლისურ და ფრანგულ ენებშე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.