ექიმებს პაციენტის არასათანადო მოპყრობის გამო გაფრთხილება მისცეს

ექიმებს, რომლებსაც ეგვიპტის მოქალაქე ავადმყოფი მამის მიმართ არასათანადო მოპყრობას ედავებოდა, წერილობითი გაფრთხილება მისცეს. 2019 წლის 26 თებერვალს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მოგვმართა ეგვიპტის მოქალაქემ ვ.ა.ე-მ, რომელიც განმარტავდა, რომ მამამისი ა.ა.ე. მოთავსებული იყო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მას სამედიცინო პერსონალი არ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ითხოვდა დახმარებას. იმის მიუხედავად, რომ “თანასწორობის მოძრაობა” აღნიშნული მიმართულებით არ მუშაობს, მომჩივანი …

ახალი ამბები


საქმიანობის წლიური ანგარიში – 2019

2019 წლის განმავლობაში „თანასწორობის მოძრაობა“ აქტიურად მუშაობდა ლგბტქ თემის გაძლიერებისთვის. წარმოგიდგენთ, მოკლედ, ჩვენ მიერ გაწეულ შრომასა და გამართულ აქტივობებს, რომელიც 2019 წლის განმავლობაში განვახორციელეთ. 2019 წელს ჩვენი მიზნები იყო: ლგბტქ თემის წარმომადგენელთათვის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ლგბტქ თემის მობილიზაციისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლგბტქ თემის წარმომადგენლების გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა. დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის სანახავად, …

დოკუმენტები


ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2019 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. ნიკოლო ღვინიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, …

ახალი ამბები


კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, 13 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციამ “თანასწორობის მოძრაობა” წარადგინა კვლევის „მსმ და ტრანს* მიგრანტთა ხელმისაწვდომობა აივ/შიდსის სერვისებზე საქართველოში“ შედეგები. კვლევა ჩატარდა 2019 წელს. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს სამაგიდო კვლევა, ჩატარდა ჩარღმავებული ინტერვიუები, რომლითაც გამოიკითხა 7 მიგრანტი და დარგის 5 ექსპერტი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 შემთხვევის შესწავლა (Case Study), რომელიც აივ/შიდსის სერვისებზე მიგრანტის ხელმიუწვდომლობის გამო ლეტალურად დასრულდა.  კვლევის …

ახალი ამბები


2019 წლის ეროვნული ანგარიში გეი კაცების, სხვა მსმ-ებისა და ტრანს* ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ

უკანასკნელ წლებში კანონმდებლობაში გადადგმული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და დოკუმენტირებული შემთხვევები ამტკიცებს, რომ ჰომო- და ტრანს*ფობიური დისკრიმინაცია, აგრეთვე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრაქტიკისა და კანონმდებლობის ანალიზი აჩვენებს, რომ გეი კაცებს, სხვა მსმ-ებსა და ტრანს* ადამიანებს სხვათა თანასწორად არ შეუძლიათ საერთაშორისო …

დოკუმენტები


“თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა

2019 წლის დეკემებრიდან “თანასწორობის მოძრაობა” კოალიციის “თანასწორობისთვის” წევრი გახდა. კოალიციაში 11 ორგანიზაციაა გაწევრებული. “კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, კოალიციის დღის წესრიგში ახალი ამოცანები დადგა. წევრი …

ახალი ამბები


სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 10 წლით

2019 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო მსმ და გეი თემისთვის სისხლის დონორობის აკრძალვა კონკრეტული ქცევიდან 10 წლის მანძილზე. გასაჩივრებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ ქცევა) სისხლისა და მისი კომპონენტების უანგარო დონორობის შეზღუდვის საფუძველია უკანასკნელი სქესობრივი კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში. …

ახალი ამბები


ლგბტ აქტივისტების მიმართ მუქარის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ლგბტ აქტივისტების მიმართ სოციალურ ქსელში ძალადობრივი და ჰომო/ტრანსფობიური მოწოდებების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 2019 წლის 12 დეკემბერს “თანასწორობის მოძრაობამ“ გამართა „თანასწორობის ჯილდო 2019”-ის გადაცემის ცერემონია. ჯილდო გადაეცა ლგბტქ ადამიანების უფლებების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ტრანსგენდერ ქალს. დაჯილდოვების შემდეგმ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაჯილდოების ერთერთი მონაწილე იყო ტრანსგენდერი ქალი. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა …

ახალი ამბები