პოლიცია ტრანს ქალის პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა

ტრანსგენდერ ქალს, რომლის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გამოძიება ითხოვდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა. 2019 წლის 20 დეკემბერს, ღამის საათებში, “თანასწორობის მოძრაობას” დაუკავშირდა ტრანსგენდერი ქალი თ. ქ., რომელმაც განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ ჰომოფობიური მოტივით, ხოლო პოლიციის გამოძახების შემდეგ მას პოლიციასთან შეექმნა პრობლემა. თ.ქ. დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობამ” ფსიქოლოგებისთვის ლგბტ საკითხებზე ტრეინინგი ჩაატარა

21-23 თებერვალს “თანასწორობის მოძრაობამ” ჩაატარა ტრეინინგი “”ინკლუზიური მომსახურებითა და ზრუნვით ლგბტ ადამიანების მხარდაჭერა” ფსიქოლოგებისთვის. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ფსიქოლოგებმა, მანდატურებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა. სულ 30 დელეგატმა. ტრენინგი განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაო შეხვედრებზე მიმოვიხილეთ შემდეგი საკითხები: სტერეოტიპები გენდერსა და სექსუალობაზე – თამარა რაზმაძე; ჰომო/ბი/ტრანსფობია და ლგბტქი ჯანმრთელობა –  იასონ შიშნიაშვილი; …

ახალი ამბები


პრეპ-ში ჩასართავად ბენეფიციარები შიდსის ცენტრში აღარ გადამისამართდებიან

პრეპ პროგრამაში ჩართვა „თანასწორობის მოძრაობის“ ბენეფიციარებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა. დღეიდან, 25 თებერვლიდან, პრეპ პროგრამის ფარგლებში მედიკამენტის გაცემა და ანალიზების გაკეთება უკვე „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისშია შესაძლებელი. პრეპ პროგრამაში ჩართვის მსურველები აღარ გადამისამართდებიან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში და ისინი  სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში. პროგრამის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ: – ისარგებლოთ …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობამ” ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, მსმ თემისთვის სისხლის დონაციაზე აკრძალვა 12 თვით განსაზღვროს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ცვლილებასთან დაკავშირებით სამინისტროს წერილობითი მოსაზრება წარუდგინა. აღნიშნული ნორმა შეეხება მსმ[1] ადამიანებისთვის ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში სისხლისა და მისი …

ახალი ამბები


“შენნაირმა “პიდარასტმა” როგორ უნდა მასწავლოს ჭკუა” – გამოძიებამ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა

საქმეში, რომელსაც “თანასწორობის მოძრაობა” აწარმოებდა ლგბტქ თემის წევრის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თაობაზე, არც გამოძიებამ და არც სასამართლომ სიძულვილის მოტივი არ დაადგინა. 2019 წლის 15 იანვარს მოგვმართა თემის წევრმა გ.ზ-მ, რომელიც აცხადებდა, რომ 2018 წლის 3 ნოემბერს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა, იმ დროს როდესაც იგი თავისი ველოსიპედით მოძრაობდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ.ზ-ს განცხადებით, მოძრაობისას …

ახალი ამბები


მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოგიდგენთ კვლევას “მსმ და ტრანს მიგრანტთა აივ/შიდსის სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში”, რომლის მიზანია შეისწავლოს ბარიერები, რომლებსაც საქართველოში მიგრირებული მსმ და ტრანს ადამიანები აწყდებიან. დოკუმენტის ჩამოსაწერად გადადით ბმულზე. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა აივ/შიდსის  პრევენციისა და მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა განაპირობა. შესაბამისად, დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამკურნალო და პრევენციულ პროგრამებზე უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება …

დოკუმენტები


“სპარის” თანამშრომელს ტრანსფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტრანსგენდერი ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო ერთი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. 2020 წლის იანვარში „თანასწორობის მოძრაობას“ მომართა ტრანსგენდერმა ქალმა, ინფორმაციით, რომ თავის სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ “სპარში”, მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა …

ახალი ამბები


“არ ხარ მარტო” – “თანასწორობის მოძრაობის” ჰომო/ტრანსფობიური ბულინგის საწინააღმდეგო კამპანია

30 იანვარს “თანასწორობის მოძრაობამ” გამართა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ბულინგის წინააღმდეგ კამპანიის “არ ხარ მარტო” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე შედგა ჟურნალის “ეგალიტე” პირველი ნომრისა და ვიდეო კლიპების წარდგინება აუდიტორიისადმი. კამპანია მიზნად ისახავს ამ უმწვავეს პრობლემაზე, ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ბულინგზე, მსჯელობის დაწყებას. . ჟურნალი “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის” მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, …

ახალი ამბები


ტრანს ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. “თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი …

ახალი ამბები