ნანუკა თევზაძე | არ ხარ მარტო


“ერთხანს ჩავიკეტე და აღარ მსურდა სკოლაში მისვლა. ამიტომ გადავწყვიტე სხვა სკოლაში გადავსულიყავი. ახლა, რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, იქნებ უფრო მეტად უნდა მეყვირა, ხმა ამომეღო, მეთქვა ყველაფერი მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. ვერავინ ვერ გაიგებდა რა მინდოდა და პირიქით უფრო მეტად დამჩაგრავდნენ,” – ნანუკა თევზაძე გვიზიარებს ბულინგის საკუთარ გამოცდილებას.

ჩვენი კამპანიის “არ ხარ მარტო”-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში უმწვავეს თემებზე ღიად საუბარის დაწყებას. ასევე შეგახსენებთ, რომ კამპანიაში ერთიანდება ჟურნალი “ეგალიტე”, რომელშიც შედის ფსიქოლოგის რჩევები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე და სხვა მრავალი საჭირო ინფორმაცია.