ნინო ბერაძე საუბრობს ბულინგის გამოცდილებაზე, რომელიც სკოლის ასაკიდან დაიწყო და მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა.
“არ ხარ მარტო” “თანასწორობის მოძრაობის” კამპანიაა ბულინგის წინააღმდეგ, იგი მიზნად ისახავს ამ უმწვავეს პრობლემაზე საუბრის დაწყებას და იმედი გვაქვს, რომ კამპანია ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსის ფუნქციას შეასრულებს. “არ ხარ მარტო” ასევე აერთიანებს ჟურნალს “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”.
ჟურნალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების მხარდაჭერას საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც შეეხება სექსუალობის, მშობლებთან ურთიერთობის, ციფრული უსაფრთხოების, ბულინგის საკითხებს. ჟურნალში გაერთიანებულია ფსიქოლოგის რჩევები, კომიქსებით მოთხრობილი ამბები ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე.