„თანასწორობის მოძრაობამ”, „თბილისი პრაიდმა” და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა”, ILGA World-თან თანამშრომლობით, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ლგბტი პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საერთო ანგარიში წარადგინეს.
2021 წელს განხორციელებული მიმოხილვის ფარგლებში, ჩრდილოვანი ანგარიში სოგი-ის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას აფასებს. ამასთან, ანგარიში 2021-2025 წლებში ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ გარემოსა და ლგბტი პირების უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ საგანგაშო გამოწვევებს მიმოიხილავს.
ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უკანასკნელ წლებში ლგბტი თემის პოლიტიკური და ინსტიტუციური ინსტრუმენტალიზების გამწვავებულ პრაქტიკას, ანტი-ლგბტ კანონსა და მისი მსუსხავი ეფექტის შედეგებს. ამას გარდა, ანგარიში დეტალურად აღწერს ლგბტი პირების უფლებათა დარღვევის შემაშფოთებელ ასპექტებს, რომელიც უკავშირდება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, გენდერის სამართლებრივი აღიარების აკრძალვას, ტრანს-სპეციფიკური ჯანმრთელობის სერვისების კრიმინალიზაციას, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან გახმაურებულ ძალადობის შემთხვევათა მიმართ სახელმწიფოს უმოქმედობას.
ზემოთჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით ანგარიშის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები.
ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია ბმულზე
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.