როგორ ვისიამოვნოთ სექსით პასიურ როლში


ფოტო: Yann Bastard
ფოტო: Yann Bastard

შესაძლოა, გეი კაცებმა ანალური სექსის შესახებ ცოტა რამ იცოდნენ. სექსუალური განათლების ნაკლებობამ, ასევე სოციალურმა ტაბუმ, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული შესაძლოა, ადამიანები მრავალ უარყოფით შედეგთან მიიყვანოს.

ანუსის ანატომია

იმისთვის, რომ უკეთესი სექსი გქონდეთ, მნიშვნელოვანია გაიგოთ თქვენი ანუსის ანატომია. ანუსი არის სწორი ნაწლავის გარე ხვრელი და მას ორი რგოლისებრი კუნთი აკონტროლებს, რომელიც ცნობილია, როგორც გარე და შიდა სპინქტერები. გარე სპინქტერის კონტროლი უმეტესწილად შესაძლებელია, შიდა სპინქტერის კონტროლი კი ადამიანს არ შეუძლია.

 

თუ ორივე მათგანი ზედმეტად დაჭიმულია, ეს შეიძლება დამატებითი სირთულეების მიზეზი გახდეს, რაც თავის მხრივ, პენისის შეღწევას ართულებს. სპინქტერების შემდეგ პენისი სწორ ნაწლავში ხვდება. ორივე მათგანს შეუძლია გაიწელოს და ნებისმიერი ზომის პენისი დაიტიოს.

სიამოვნება

პენისის მსგავსად, ანუსშიც ბევრი მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებაა, რომელსაც შეუძლია ანალური სექსი სასიამოვნო გახადოს. სექსის დროს პროსტატის ჯირკვალი სტიმულირდება, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა. პროსტატის ჯირკვალი ხშირად მოიხსენიება, როგორც კაცის G წერტილი და მიჩნეულია, რომ ანალური სექსის დროს სიამოვნება სწორედ მისი საშუალებით მიიღწევა.

იმისთვის, რომ ანალური სექსით სიამოვნება მიიღო, მნიშვნელოვანია, ანუსი კომფორტულად იყოს. კაცების უმეტესობა პენისის სტიმულირებას ადრეული ასაკიდანვე იწყებს, ანუსის შემთხევაში კი ასე არ არის.

anus1დაიწყეთ ასე: დაწექით საწოლზე ზურგზე ან თუნდაც თბილი აბაზანა მიიღეთ. როცა კომფორტულად მოთავსდებითანუსის ირგვლივ ნაზი მასაჟი ჩაიატრეთ. როცა მოდუნდებით, თითზე ლუბრიკანტი წაისვით და ანუსის ზედაპირს ნაზად დააწექით. ეს ბევრჯერ გაიმეორეთ და ყოველ ჯერზე ზეწოლა გააძლიერეთ. როცა მიხვდებით, რომ თავისუფლად შეგიძლიათ ანუსში თითი მოათავსოთ, გააკეთეთ ეს ნელა და ნაზად. როცა შიგნით “შეხვალთ”, პროსტატის ჯირკვლის მოძებნასაც შეძლებთ. ის პატარა ზომისაა და ანუსიდან ორი ინჩის სიღრმეზე მდებარეობს.

როცა ანუსში თითის მოთავსებით თავს კომფორტულად იგრძნობთ, მიხვდებით, რა განსხვავებაა თითსა და სექს სათამაშოებს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია დაიტოვოთ დრო მანამ, სანამ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ და პენეტრაცია სწორედ ამის შემდეგ მოახდინოთ. გამოიყენეთ ლუბრიკანტი და ნაზად წაისვით.

მომზადება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც გეი კაცებს ანალური სექსით დაკავებამდე აწუხებთ, ჰიგიენაა. სექსის დროს რამე შემთხვევა, მაგალითად არასასურველი გაჟონვა თუ სუნი შეიძლება იმ ადამიანისთვის, ვინც სექსის დროს პასიურია, შემაცბუნებელი იყოს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას აქვს ნაწლავები და უსიამოვნო შემთხვევები ყველას შეიძლება მოუვიდეს. ასევე, არსებობს წინასწარი მომზადება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ გქონდეთ სუფთა ანალური სექსუალური გამოცდილება და მინიმუმამდე დაიყვანოთ არასასურველი შემთხვევები:

ოყნა

ოყნა არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება უკანა ტანიდან ზედმეტი ნარჩენების გამოსადევნად. ის მკვეთრად ასხურებს სითხეს თქვენს ანუსში, რათა გაწმინდოს იგი. ოყნა შეიძლება ყველა აფთიაქში ძალიან იაფად შეიძინოთ. თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ ოყნის ხშირი გამოყენება შეიძლება მავნებელი იყოს თქვენი ანალური ხვრელისთვის.

როგორ გამოვიყენოთ ოყნა

მის გამოყენებამდე შესასხურებელი კარგად გაწმინდეთ. ანალური ხვრელის ქსოვილი ადვილად ირღვევა და ნებისმიერი სახის ჭუჭყი ინფექციის რისკს ზრდის.

გაავსეთ ოყნა თბილი წყლით. არ გამოიყენოთ ძალან ცხელი ან საპნიანი წყალი. საპნიანმა წყალმა შესაძლოა ინფექცია გამოიწვიოს.

წაუსვით ლუბრიკანტი. ასევე, დაიმუშავეთ ანალური ხვრელი.

დაწექით მხარზე ან მუცელზე.

მოათავსეთ ოყნის შხაპი ანალურ ხვრელში და მოუჭირეთ მის თავს, რათა მასში მოთავსებული წყალი ხვრელში გამოიდევნოს. დააკვირდით, როგორი რეაქცია აქვს თქვენს ორგანიზმს წყალზე, სანამ უფრო მეტ წყალს შეუშვებთ მასში.

გამოიღეთ მოწყობილობა და გამოათავისუფლეთ წყალი სწორი ნაწლავიდან.

ეს გაიმეორეთ მანამ, სანამ წყალი არ გახდება სუფთა და ჭუჭყისგან თავისუფალი.

ანალური სექსი ოყნის გარეშე

იმის მიუხედავად, რომ მამაკაცთა უმრავლესობა სექსით დაკავებამდე ოყნის გამოყენებას არჩევს, ის ყოველთვის საჭირო და აუცილებელი მაინც არ არის. ოყნის გამოყენებით ანუსის გასუფთავება შესაძლოა კარგი იყოს დაგეგმილი სექსუალური აქტის შემთხვევაში, სპონტანური შემთხვევებისას კი ის პრაქტიკული არ არის.

ანუსი და სწორი ნაწლავი ფეკალურ მასებს არ ინახავს, მაგრამ ნარჩენებისგან დაზღვეული არავინაა. გაისუფთავეთ ანუსის ირგვლივ ადგილები, შემდეგ კი სისუფთავე შეამოწმეთ. გასუფთავების შემდგომ კარგად დაიბანეთ ხელები.

უსაფრთხო სექსი უკეთესია

უსაფრთხო სექსის წესების დაცვა ანალური სექსის დროსაც მნიშვნელოვანია. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, ისევე როგორც აივით დაინფიცირების რისკი მეტია იმ ადამიანისთვის, ვინც ანალური სექსის დროს პასიურია.

იმისთვის, რომ თავი დაიცვათ:

ყოველთვის გამოიყენეთ კონდომები და პრეპი. ასევე, წყალზე დამზადებული ლუბრიკანტები (ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტები კონდომებს აზიანებს).

რეგულარულად გაიკეთეთ ანალიზები სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე. თუ აივ-დადებითი ხართ, ადრეული მკურნალობა ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ, ასევე არაგანსაზღვრადი ვირუსუსლი დატვირთვის დროს, პარტნიორისთვის ვირუსის გადადების შანსი 0%-ს უდრის. 

 გეი მამაკაცები  A, B და C ჰეპატიტების, ასევე პაპილომავირუსის გადადების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გასცემს A და B ჰეპატიტებზე ვაქცინაციის  რეკომენდაციას.( პაპილომავირუსის აცრის გაკეთება ეფექტურია 26 წლის ასაკამდე).

გაიცანი პარტნიორი მანამ, სანამ სექსი გექნება და არ მოგერიდოს, ჰკითხო სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ.

დაუცველი ბოთომინგი (სექსი პასიურ როლში)

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა იციან პრეზერვატივების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ, ზოგჯერ ხდება, რომ მას ვერ იყენებენ ან იხევა და გამოუსადეგარი ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ მონოგამი პარტნიორი გყავს და ამასთან, ორივეს ჯანმრთელობა წესრიგშია, დაუცველი სექსი მისაღებია. თუმცა, თუ სექსი შემთხვევით პარტნიორთან გაქვთ და კონდომებს მაინც არ იყენებთ, გაითვალისწინეთ:

აუცილებლად გამოიყენოთ პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპი) 

მეტად უსაფრთხოა გამოიყენოთ ზეთზე დამზადებული ლუბრიკანტი. დარწმუნდით, რომ მის საკმარის რაოდენობას იყენებთ, რათა წყლული არ განვითარდეს.

არ გამოიყენოთ ოყნა. ანალური ღრუს გასუფთავებამ შესაძლოა წყლული გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, სგგი-ებით დაინფიცირების რისკს ზრდის.

არ მისცეთ პარტნიორს უფლება, უხეში იყოს. უხეში სექსი ასევე წყლულების მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

სექსი პასიურ როლში

ახლა, როცა უკვე მიიღეთ საბაზისო ინფორმაცია მზადებაზე, პოტენციურ რისკებსა და ბოთომინგზე, დროა სექსით დაკავდეთ.

შეღწევა

ანალური სექსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის პენისის ანუსში მოთავსება. თქვენ შეიძლება დაიწყოთ პრელუდიით და პარტნიორს მისცეთ საშუალება, ლუბრიკანტების გამოყენებით ანუსი თითით დაამუშავოს მანამ, სანამ არ მოეშვებით. რელაქსაცია აუცილებელია. იმის მიუხედავად, რომ გარე სპინქტერს თქვენ აკონტროლებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, შიდა სპინქტერიც მოდუნებული იყოს, წინააღმდეგ შემთხევაში პენეტრაცია ძალიან რთული იქნება. გამოიყენეთ ბლომად ლუბრიკანტი. უხვად წაისვით ანუსზეც და წაუსვით თქვენი პარტნიორის პენისსპენისის ანუსში შესვლა აუცილებლად ნაზად უნდა მოხდეს. ასევე, შეგიძლიათ თითითაც სცადოთ “დაეხმაროთ” პენისს შეღწევაში. ხანდახან ეს თქვენს ანუსს რელაქსაციაში ეხმარება.

როგორი გრძნობაა?

ბევრისთვის პასიურ პოზიციაში სექსის პირველი რამდენიმე მცდელობა შესაძლოა მტკივნეული იყოს. შიდა წვის მსგავსი შეგრძნება ნორმალურია, საერთო ჯამში დიდ დისკომფორტს არ უნდა განიცდიდეთ. თუ გეტკინათ, სთხოვეთ პარტნიორს გაჩერდეს და არ გაინძრეთ მანამ, სანამ ის თქვენშია. შემდეგ კვლავ მოძრაობის საშუალება მიეცით. თუ თქვენ განიცდით აუტანელ ტკივილს, მას შეჩერება სთხოვეთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოთომინგი პასიურობასთან ასოცირდება, ეს ასე სულაც არ არის. ბოთომს შეუძლია იყოს დომინანტი სექსუალურ გამოცდილებაში. ზოგიერთი ცნობილია, როგორც “ძლიერი ბოთომი” და სიამოვნებს პენეტრაციის და პარტნიორის კონტროლი. არსებობს სექსის ძალიან ბევრი პოზა, რომელიც გესიამოვნებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს, როგორც დომინანტი, აგრეთვე პასიური როლებისთვის. აკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის სწორი და ნუ შეგეშინდებათ სექსის პოზების შეცვლის, რადგან მრავალფეროვნება თქვენი ბოთომინგის გამოცდილებას გაზრდის.

იმედი გვაქვს, ეს სტატია ანალური სექსის და ბოთომინგის შესახებ თქვენთვის გამოსადეგი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ ანალური სექსი აუცილებლობა არ არის. ბევრი გეი მამაკაცი უარს ამბობს ანალურ სექსზე და ამის გარეშეც ბედნიერად და სრულყოფილად ცხოვრობენ. არ უნდა იდარდოთ, თუ ანალური სექსი არ არის ის, რაც თქვენთვის კომფორტულია. მოდუნდით, ეძიეთ, გაერთეთ და გაიგეთ, რა არის თქვენთვის უკეთესი.

წყარო: www.soc.ucsb.edu/ 17maisitbilisi.wordpress.com