„თანასწორობის მოძრაობა“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება. კამპანიის მიზანი გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. საგანგაშოა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევები.
გვჯერა, რომ სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის ჩართულობით შესაძლებელია ქალთა გაძლიერება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციის, განდერული იდენტობის, რასის, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
კამპანიის ფარგლებში „თანასწორობის მოძრაობა“ სკოლებში ქვიარ ბულინგის კვლევის პრეზენტაციას წარადგენს.
#იმოქმედეძალადობისწინააღმდეგ
#ერთადძალადობისწინააღმდეგ