“თანასწორობის მოძრაობა” დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა


19 ოქტომბრიდან “თანასწორობის მოძრაობა” მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

“თანასწორობის მოძრაობამ” აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იზრდება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევები.

ადვოკატის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის სერვისების მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ფეისბუკის გვერდზე ან საიტზე განთავსებულ ფანჯარაში. ჩვენი სოციალური მუშაკები დაგინიშნავენ თქვენთვის სასურველ შეხვედრას.

აივ/შიდსზე სწრაფი ტესტირების გასაკეთებლად, გთხოვთ, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში 12:00-18:00 საათამდე პერიოდში. პრეპ პროგრამაში ჩასართავად მობრძანდით სამშაბათობით 16:00-20:00 საათამდე, მხოლოდ წინასწარ ჩაწერით შემდეგ ბმულზე: alendly.com

მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19.