აივ/შიდსის პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა გულისხმობს აივ ინფექციის პრევენციას ექსპოზიციის შემდგომ იმ პირებში, ვინც არ არის აივ-დადებითი, თუმცა ჰქონდა სარისკო ქცევა/კონტაქტი აივ-დადებით პირთან, რომელიც არ იმყოფება ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე და არ აქვს მიღწეული ვირუსუსლი სუპრესიისთვის, ან პირთან ვისაც აივთან ასოცირებული მაღალი რისკი აქვს. პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკა ინიშნება ექსპოზიციიდან არაუმეტეს 72 საათში!
რა არის პრეპი?
პრეპი (PrEP) – (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა) არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი. ყოველდღიური მედიკამენტი, რომელიც იცავს აივ/შიდსისგან 99%-მდე. მისი მიღება შესაძლებელია როგორც ყოველდღიურად, ასევე სექსამდე და სექსის შემდგომ (On Demand)
ორივე მათგანი აივ ინფექციის პრევენციის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდია.
რა შემთხვევებში გესაჭიროება პეპი?
თუ ხარ აივ-უარყოფითი ან არ იცი შენი აივ-სტატუსი და ბოლო 72 საათის განმავლობაში გქონდა აივ-ით ინფიცირების შესაძლო რისკი:
- სქესობრივი კავშირის დროს (მაგალითად, დაზიანდა კონდომი) ან
- ნემსის, შპრიცის და სხვა საინექციო მასალის გაზიარებისას ან
- იყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი
როგორ მუშაობს პეპი?
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ) ორგანიზმში შეჭრის შემდგომ რამდენიმე დღე სჭირდება ორგანიზმში დასამკვიდრებლად. პეპ (PEP)-ის მედიკამენტების დროულად მიღების შემთხვევაში, მედიკამენტები ეხმარება თქვენს იმუნურ სისტემას ებრძოლოს ვირუსს და ხელი შეუშალოს ინფიცირებულ უჯრედებში მის გამრავლებას. უჯრედები, რომლებიც თავიდან დაინფიცირდნენ, მალევე ბუნებრივად იწყებენ კვდომას, შედეგად, ორგანიზმში ვირუსი ვეღარ მრავლდება.
რამდენად ეფექტურია პეპი?
პეპ (PEP)-ის ეფექტურობას განსაზღვრავს მისი დაწყების დრო. რაც უფრო ადრე იწყება მიღება, მით მეტია ეფექტურობაც. უმჯობესია, პეპის დაწყება აივ-ით შესაძლო ინფიცირებიდან 24 საათის (ან არაუგვიანეს 72 საათის) განმავლობაში. ყოველი საათი მნიშვნელოვანია! პეპის ეფექტურობა მაღალია. დროულად დაწყებული მკურნალობის წარუმატებლობა კი ძალზედ იშვიათია. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პეპის მიღებას დროულად ვიწყებთ, ის 100 %-ით არ გამორიცხავს აივ-ით ინფიცირების რისკს.
რამდენ ხანს გრძელდება პეპის მიღება?
პეპის საჭიროების დადგენის შემდგომ, პეპ (PEP)-ის მედიკამენტები უნდა მიიღოთ ყოველდღე 28 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
პეპ მედიკამენტების გამოყენებისას მედიკამენტებს შესაძლლოა ახასიათებდეს გარკვეული სახის გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა შესაძლებელია სერიოზული დისკომფორტი შეგიქმნათ. გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
ყველაზე ხშირად გამოხატული შესაძლო გვერდითი ეფექტებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ფაღარათი, უძილობა, კუნთების ტკივილი.
გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მეტად გამოხატულია პეპ-ის მიღების პირველ კვირაში და დროთა განმავლობაში მცირდება. გვერდითი ეფექტები აუცილებლად შეწყდება პეპ (PEP)-ის კურსის დასრულების შემდეგ.
გვერდითი ეფექტების არსებობის შემთხვევაში,აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!
არსებობს სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებიც. პეპ (PEP)-ის დაწყების დროს მნიშვნელოვანია, აცნობოთ ექიმს თუ რა სახის მედიკამენტებს იღებთ პეპ (PEP)-ის გარდა.
რა მედიკამენტები ინიშნება პეპის დროს?
იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა გადაწყვიტა პეპის დანიშვნა, ექიმი ნიშნავს შემდეგ სამკურნალო რეჟიმებს მოზრდილებსა და მოზარდებში:
ტენოფოვირი(tdf) + ლამივუდინი (3tc) ან ტენოფოვირი (TDF), ემტრიციტაბინი (FTC), იგივე ტრუვადა
მესამე მედიკამენტის სახით იყენებენ ლოფიტავირ/რიტონავირი (LFV/R) ან ატაზანავირ/რიტონავირი(ATV/R) ალტერნატივად შესაძლოა რალტეგრავირი(RAL) დარუნავირ/რიტონავირი (DRV/R) ან ეფავირეზი (EFV)
შემიძლია მივიღო პეპ (PEP) ყოველ ჯერზე, როდესაც მაქვს აივ-ით ინფიცირების შესაძლო რისკი?
არა! პეპ უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ საგანგებო/გადაუდებელ სიტუაციებში. ის არ არის გათვლილი რეგულარული გამოყენებისთვის იმ პირებში, რომლებიც შესაძლოა ხშირად იყვნენ აივ-ით ინფიცირების რისკის ქვეშ. თუ თქვენ ხართ აივ-ით ინფიცირების მუდმივი რისკის ქვეშ, აუცილებლად განიხილეთ თქვენს ექიმთან პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PrEP) შესაძლებლობა.
ეს მნიშვნელოვანია!
- პეპ (PEP)-ის მიღება დაიწყოთ სარისკო ქცევიდან არაუგვიანეს 72 საათში (რაც უფრო სწრაფად დაიწყებთ მიღებას მით მეტია ეფექტურობა)!
- მედიკამენტი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, 28 დღის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს!
- დააყენეთ შემახსენებელი ტელეფონზე რათა არ გამოგრჩეთ წამლის ყოველდღიურად მიღება.
- თუკი დაგავიწყდათ მედიკამენტის დროულად მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგი დღიდან დაუბრუნდით ჩვეულ რეჟიმს, არ გააორმაგოთ მედიკამენტის დოზა! პეპ (PEP)-ის მედიკამენტების მიღების მიუხედავად, აუცილებლად გამოიყენეთ პრეზერვატივი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, რათა თავიდან აიცილოთ აივ-თან დამატებითი კონტაქტი ან/და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
- პეპ (PEP)-ის მედიკამენტების მიღების მიუხედავად არ გააზიაროთ შპრიცი, ნემსი ან სხვა საინექციო მასალა ნარკოტიკების ინექციურად მოხმარებისას;
- პეპ (PEP)-ის დასრულების შემდგომ, მნიშვნელოვანია გამოცხადდეთ ექიმის მიერ დადგენილ ვადებში და ჩაიტაროთ ტესტირება აივ ინფექციაზე.
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის შესაბამისად PEP რეკომენდებულია შემდეგ სიტუაციებში:
რისკი | ექსპოზიციის ტიპი | წყაროს აივ სტატუსი |
სისხლი | ინტრავენური ან ინტრამუსკულური ნემსით, ან ინტრავასკულური ხელსაწყოთი კანქვეშა და ინტრამუსკულური პენეტრაცია | აივ დადებითი, ან სეროსტატუსი უცნობია, მაგრამ სახეზეა აივ-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკი |
კანქვეშა დაზიანება ბასრი ინსტრუმენტით (ლანცეტი), ინტრამუსკულარული ან კანქვეშა ნემსით, ქირურგიული ნემსით | აივ დადებითი | |
15 წუთზე მეტი ხანგრძლივობის კონტაქტი ლორწოვან გარსთან ან დაზიანებულ კანთან | აივ დადებითი | |
გენიტალური სეკრეტი | ანალური ან ვაგინალური სექსი | ვირემიული აივ დადებითი, ან სეროსტატუსი უცნობია, მაგრამ სახეზეა აივ-თან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკი |
რეცეპტიული ორალური სექსი ეაკულაციით | ვირემიული აივ დადებითი | |
ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენება | ნემსის, შპრიცის ან მოსამზადებელი მასალების გაზიარება | აივ დადებითი |
დაგვიკავშირდი 📞
პეპის მიღება შეგიძლიათ „თანასწორობის მოძრაობაში“ ან „თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში"
საკონტაქტო ინფორმაცია და პეპის გაცემის საათები:
თანასწორობის მოძრაობა
მისამართი: ია კარგარეთელის ქუჩა 2
ტელეფონი: 032 247 97 48
ორშაბათი-შაბათი 12-19:00 სთ
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
მისამართი: ლუბლიანას ქუჩა N70
ტელეფონი: 032 239 80 18
ორშაბათი-პარასკები 10:00 – 16:30 სთ (სართული 2)
შაბათი-კვირა - 24 საათის განმავლობაში (სართული 2)
ცხრილი 1 – პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკის დანიშვნა
აივ ინფექციის წყარო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აივ დადებითი | უცნობი აივ სტატუსი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უცნობია ვირუსული დატვირთვა/განსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა (>200 კოპ/მლ) | არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვა( <200 კოპ/მლ) | მაღალი გავრცელების ქვეყანა, მაღალი გავრცელების ჯგუფები (მაგ. მსმ) | დაბალი გავრცეების ქვეყანა/ჯგუფი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
მიმღები ანალური სექსი(პასიური) | რეკომენდირებულია
|
არ არის რეკომენდირებული
(ვირუსული დატვირთვა <200კოპ/მლ 6 თვე) |
რეკომენდირებულია | არ არის რეკომენდირებული | |||||||||||||||||||||||||||||||||||
გამცემი ანალური სექსი (აქტიური) | რეკომენდირებულია
|
არ არის რეკომენდირებული | განხილვა შესაძლებელია | არ არის რეკომენიდრებული | |||||||||||||||||||||||||||||||||||
მიმღები ვაგინალური სექსი | რეკომენდირებულია | არ არის რეკომენდირებული | განხილვა შესაძლებელია | არ არის რეკომენდირებული | |||||||||||||||||||||||||||||||||||
გამცემი ვაგინალური სექსი | განხილვა შესაძლებელია | არ არის რეკომენდირებული | განხილვა შესაძლებელია | არ არის რეკომენდირებული | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ორალური სექსი ეაკულაციით‡ | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ორალური სექსი ეაკულაციის გარეშე | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სპერმის შესხმა თვალში | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | |||||||||||||||||||||||||||||||||||
კუნილინგუსი | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | |||||||||||||||||||||||||||||||||||
საზიარო შპრიცი/ სამედიცინო მანიპულაცია | რეკომენდირებულია | რეკომენდირებული არ არის | შესაძლებელია განხილვა | რეკომენდირებული არ არის | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ადამიანის ნაკბენი | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | რეკომენდირებული არ არის | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ცხრილი 2 – აივ გადაცემა თითოეული ექსპოზიციისას
ცხრილი ნათარგმნია :UK National Guideline for the Use of HIV Post-Exposure Prophylaxis Following Sexual Exposure (PEPSE) 2015 -დან
|