ნინო ლომჯარია


თანასწორობის მოძრაობა ულოცავს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩევას

“თანასწორობის მოძრაობა” ულოცავს ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე არჩევას და წარმატებებს უსურვებს უაღრესად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ, თანასწორობის მოძრაობაში გვჯერა, რომ ნინო ლომჯარია  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უმცირესობების უფლებების დაცვის და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების  საქმეში. თანასწორობის მოძრაობა გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვის პროცესში. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ …

ახალი ამბები
კატეგორიის გარეშე


არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან

  24 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. მისასალმებელია მმართველი პარტიის მხრიდან სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის მხარდაჭერა. ომბუდსმენის კანდიდატურის შესახებ მსჯელობისას ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან სახალხო დამცველი უნდა სარგებლობდეს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და აქტივისტური მოძრაობების მაღალი ნდობით. …

ახალი ამბები