ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო


კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. ცვლილებების პაკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებასა და კანდიდატების მიერ აღნიშნული …

ახალი ამბები


ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2019 წლის 4 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნიკოლო ღვინიაშვილის გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ნიკოლო ღვინიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა. ნიკოლო ღვინიაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. მიუხედავად აღნიშნულისა, …

ახალი ამბები


9 სექტემბრის მატჩზე პოლიციის მხრიდან ხელშეშლისთვის ლგბტ აქტივისტებმა ევროსასამართლოს მიმართეს

ლგბტ აქტივისტებმა დინამო არენაზე ლგბტ სიმბოლიკის შეტანის ხელშეშლისთვის ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. საქმე ეხება 2018 წლის 9 სექტემბერს თბილისში დინამო სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩს, სადაც ლგბტ აქტივისტები გურამ კაშიასთვის მადლიერების გამოსახატად ლგბტ სიმბოლიკით მივიდნენ, შსს-ს თანამშრომლებმა მათ არ მისცეს უფლება, რომ ლგბტ სიმბოლიკა სტადიონზე შეეტანათ. გულშემატკივრებს მატჩზე არ შეატანინეს დროშები და პოსტერები, რომლებზეც ცისარტყელა …

ახალი ამბები