ახალი ამბები


ჰომოფობიური მოტივით კახეთში გეი ბიჭს მეზობლები თავს დაესხნენ

„თანასწორობის მოძრაობას“ მიმართა გეი ბიჭმა, რომელმაც განაცხადა, რომ იმყოფებოდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ნაქირავებ სახლში მას ჰომოფობიური მოტივით, მეზობლები შეუვარდნენ. როგორც იგი აცხადებს, მეზობლებმა მას დაულეწეს სახლში არსებული ავეჯი და სცემეს, თუმცა ბიჭმა გაქცევა მოახერხა. მას სახლის დატოვება და დროებით მეგობართან გადასვლა  მოუწია. პოლიციაში მისულს, ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები აიძულებდნენ, დაეწერა ახსნა-განმარტება, თითქოს მას მეზობლებთან პრეტენზია …

ახალი ამბები


განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დასჯადობის შესახებ ინიციატივის თაობაზე

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის დასჯადობის შესახებ ინიციატივის თაობაზე უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამგვარი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლების, როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმოადგენს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას …

ახალი ამბები


“არა-ფობიას!” შემავალი ორგანიზაციების განცხადება პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაზე

უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 17 აპრილს გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებას იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ გეგმის შემუშავება არ მომხდარა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მეორე მხრივ კი გეგმაში არ ასახულა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების (მათ შორის რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების, შშმ ქალების) …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” ერთობლივი განცხადება

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ და კოალიცია “თანასწორობისათვის” ერთობლივი განცხადება შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტზე უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ  შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორც გავრცელებული კადრებიდან იკვეთება, ბელიაშვილის …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა ქმედებებში დისკრიმინაციული მოტივების გამოძიების აუცილებლობის თაობაზე

მივესალმებით სამართალდამცავი ორგანოების მყისიერ რეაგირებას 2018 წლის 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მიმართ ე.წ. „ქართული მარშის“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს ჩადენილის დისკრიმინაციული მოტივები და განიხილოს ისინი დამამძიმებელ გარემოებად, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლი ითვალისწინებს. რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას 2018 წლის 18 …

ახალი ამბები


მიმართვა სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში

მოგმართავთ „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების სახელით. შეშფოთებულები ვართ ერევანში ტრანსგენდერ ქალზე საკუთარ სახლში სასტიკი თავდასხმის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ სცემა მსვერპლს და მის სახლს ცეცხლი წაუკიდა. საბედნიეროდ, მსხვერპლმა ცეცხლიდან გაღწევა მოახერხა და იგი ჰოსპიტალიზირებული იქნა მძიმე დაზიანებებით. სომხეთის ადამიანის უფლებების აქტივისტების თანახმად, ეს არ არის ტრანსგენდერ ადამიანზე ძალადობის პირველი შემთხვევა. საზოგადოების ტრანსგენდერ წევრებს ყოველდღიურად უსწორდებიან სიტყვიერად …

ახალი ამბები