ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების თაობაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის კი გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი. გავრცელებული ინფორმაციითბესიკ ქათამაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა კაბინეტში დაიბარეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ტვინის შერყევა და რამდენიმე ჭრილობა …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს

გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს, სადაც იგი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს. ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს:  „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი იუსტიციის მინისტრის ტრანსფობიურ განცხადებაზე

ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები ვეხმიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ტრანსფობიურ განცხადებას. იმედის კვირასთან მიცემულ ინტერვიუში, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მან არ გაატარა რეფორმა, რომელიც უკავშირდება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტაციის შესწორებას. მან თქვა: “მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებისკენ მოუწოდებენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივ პროტესტს და სოლიდარობას ვუცხადებთ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახებს. მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე. საზოგადოების მიერ გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის არასათანადო გამოძიების პრობლემას …

ახალი ამბები


სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის ჰომოფობიურ განცხადებას

უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა:  “მაგრამ, როგორც მოქალაქე,  მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი …

ახალი ამბები