ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას. 2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ …

ახალი ამბები


ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტს გმობენ

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ოთხი აქტივისტის მიმართ ჰომოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ და ‘თანასწორობის მოძრაობის’ საქმიანობის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობის სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებით მოგვარებისკენ.    2018 წლის 28 …

ახალი ამბები


“თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ

დღეს, 28 სექტემბერს 23:00 საათზე ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისის მიმდებარედ ლგბტ აქტივისტებს თავს დასხნენ და სცემეს. დაზარალებულია 4 ლგბტ აქტივისტი. თავდამსხმელები იყვნენ მეზობლები. მათ ეზოში მოიმწყვდიეს ლგბტ თემის წევრები, რომლებიც ოფისის დატოვებას აპირებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ლგბტ აქტივისტის დახრჩობას ცდილობდა, ასევე იმუქრებოდა, რომ მანქანიდან იარაღს ამოიღებდა და მოკლავდა. “თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომლებმა …

ახალი ამბები


არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევის ფაქტზე

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2018 წლის 26 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში უხეში ჩარევის ფაქტს. როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, აქციის მონაწილეები კარვის განთავსებას ტროტუარზე გეგმავდნენ, რაც არ გამოიწვევდა პარლამენტის შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს კარვის კონსტრუქცია და აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, პროტესტი …

ახალი ამბები


აქტივიზმი თანასწორობისთვის, იაგო კაჭკაჭიშვილი

“საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ცნობიერება საზოგადოებაში, არაფორმალურ ინსტიტუტებში, ოჯახში, ფორმალურ ინსტიტუტებში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო ინსტიტუტებში, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილი, ეს არის მისი ინტიმური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ეს არის მისი იდენტობის შემადგენელი ნაწილი და ის, რაც ადამიანის იდენტობის შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება გახდეს მისი სოციალური რეპრეზენტაციის არსებითად განმსაზღვრელი. სექსუალური ორიენტაციის მიმართ საზოგადოება …

აქტივიზმი თანასწორობისთვის
ახალი ამბები
კამპანიები


ჰომოფობიის გავლენა აივ/შიდსზე

მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დასრულების მთავარი ბარიერი ჰომოფობიაა. ასე იყო შიდსის ეპიდემიის დასაწყისშიც. გეი, ბისექსუალი და სხვა მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ხშირად ხდებოდნენ ძალადობის ობიექტები, რადგან ისინი მიიჩნეოდნენ აივ ინფექციის გავრცელებაზე პასუხისმგებლად. ამას დიდწილად ხელი შეუწყო მედიამაც, რომელმაც სენსაციური სტატიებით წაახალისა ჰომოფობიური დამოკიდებულებები. ამ პერიოდში ხშირად შეხვდებოდით ინფორმაციებს მსგავსი სათაურებით: „ფრთხილად ‘გეების ჭირი’“ ან/და …

ახალი ამბები


განცხადება დინამოს სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკის ცენზურის შესახებ

გვსურს, გამოვეხმაუროთ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ლგბტ აქტივისტებისთვის, დისკრიმინაციული მოტივით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს, რომელსაც  2018 წლის 9 სექტემბერს, დინამოს სტადიონზე, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის თამაშზე ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ თამაშზე გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემისადმი მხარდაჭერის გამოხატვის გამო, საზოგადოების ნაწილი მადლობის ნიშნად მხარდამჭერი დროშების და სხვა ატრიბუტიკის შეტანას სტადიონზე აპირებდა. თუმცა, ლგბტ აქტივისტების უმეტესობას …

ახალი ამბები