ახალი ამბები


ფეხბურთში ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ ბევრია გასაკეთებელი – ოლივიე ჟირუ

ჩელსის თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ფეხბურთში ჰომოფობიის დასაძლევად კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან “შეუძლებელია” ჰომოსექსუალად ყოფნა ფეხბურთში. ამ საკითხზე ჟირუმ ფრანგულ გამოცემა “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. “2014 წელს, როდესაც ვნახე გერმანელი ფეხბურთელის თომას ჰიცლშპერგერის ქამინგ აუთი, ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისთვის, რომ ფეხბურთელად ყოფნის დროს თავის ჰომოსექსუალობაზე …

ახალი ამბები


რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადგილობრივი პოლიციის მიერ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხი მირტაგი ასადოვის თვითნებური დაკავების საქმეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოვუწოდებთ მიიღონ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღდგენის მიზნით. შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ის აქტიურად მუშაობს საქართველოში …

ახალი ამბები


ორ ტრანს ქალს თბილისში თავს დაესხნენ

დღეს, 12 ნოემბერს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 2 საათზე მოხდა. დაახლოებით 4-7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდნენ ტრანსგენდერ ქალებს. მათ დაზიანებები მიყენებული აქვთ სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვთ ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. …

ახალი ამბები


თანასწორობის მოძრაობამ სამედიცინოს დისკრიმინაციული სახელმძღვანელოს თაობაზე ომბუდსმენს მიმართა

თანასწორობის მოძრაობამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთერთ სახელმძღვანელოში ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციული განმარტებების თაობაზე სახალხო დამცველს მიმართა. სამედიცინო უნივრსიტეტში საგნის “სასამართლო მედიცინა და საექიმო სამართალი” სწავლებისთვის 2018 წლის შემოდგომის სემესტრში გამოიყენება სახელმძღვანელო სახელწოდებით “საექიმო სამართალი” (ავტორი ბესარიონ კილასონია). წიგნში გამოყენებულია ტერმინები “მამათმავლობა”, “ლესბიანობა”, “პედერასტია”, “აქტიური პედერასტი” “პასიური პედერასტი”, “გაუკუღმათებული სქესობრივი კაშირი”, რომლებიც ამყარებს სტერეოტიპებს, ხელს უწყობს …

ახალი ამბები


მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქსენოფობიური და საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის დამაზარალებელია

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას. პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში. …

ახალი ამბები


ევროპის 24 ქვეყნიდან ქორწინების თანასწორობას საქართველოში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან – კვლევა

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ევროპის 24 ქვეყანას შორის, საქართველოსა და სომხეთში ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების უფლებას. მაგალითად, შვედეთში გამოკითხულთა 88% და გერმანიაში გამოკითხულთა 75% აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ლესბოსელებისა და გეებისთვის ქორწინების უფლებას. ამის საპირისპიროდ რუმინელების 74% და ბულგარელების 79% ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების დაკანონებას. …

ახალი ამბები


იმოქმედეთ ნეონაცისტების წინააღმდეგ – ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფების წინააღმდეგ და ხელი შეუშალონ სიძულვილის  ენის აღზევებას. ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ ფაშიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის ნორმალიზება მიმდინარეობს და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აკრძალონ ნეოფაშისტური და ნეონაცისტური ჯგუფები. რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა 355 დეპუტატმა, 90 წინააღმდეგი იყო, …

ახალი ამბები


ლგბტ თემის წევრს გადარჩენისთვის ჩვენი დახმარება სჭირდება

ორგანიზაციები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ მოგმართავთ ჩეჩნეთიდან დევნილი ლგბტ თემის წევრის დასახმარებლად, რომელიც ამჟამად ფატალური დიაგნოზით და მწვავე პნევმონიით იმყოფება ერთ-ერთ ინფექციურ კლინიკაში. ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პიროვნება ჩეჩნეთიდან ერთ წელზეა მეტია გამოიქცა, სადაც თემთან კუთვნილების გამო ახლობლების და პოლიციის მხრიდან სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა და იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. მას  ჯერ …

ახალი ამბები