ახალი ამბები


ერთობლივი განცხადება პროკურატურის მიერ უფლებადამცველებისთვის ინფორმაციიის წყაროს გამჟღავნების მოთხოვნასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან …

ახალი ამბები


პლატფორმა “არა-ფობიას!” ექსპრეზიდენტის განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან. ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ …

ახალი ამბები


ფეხბურთში ჰომოფობიის საწინააღმდეგოდ ბევრია გასაკეთებელი – ოლივიე ჟირუ

ჩელსის თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ფეხბურთში ჰომოფობიის დასაძლევად კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რადგან “შეუძლებელია” ჰომოსექსუალად ყოფნა ფეხბურთში. ამ საკითხზე ჟირუმ ფრანგულ გამოცემა “ლე ფიგაროსთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა. “2014 წელს, როდესაც ვნახე გერმანელი ფეხბურთელის თომას ჰიცლშპერგერის ქამინგ აუთი, ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისთვის, რომ ფეხბურთელად ყოფნის დროს თავის ჰომოსექსუალობაზე …

ახალი ამბები


რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადგილობრივი პოლიციის მიერ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხი მირტაგი ასადოვის თვითნებური დაკავების საქმეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოვუწოდებთ მიიღონ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღდგენის მიზნით. შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ის აქტიურად მუშაობს საქართველოში …

ახალი ამბები