განცხადებები


სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების განცხადება – “ვგმობთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებს ტარიელ ნაკაიძის წინააღმდეგ”

სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიგვაჩნია, რომ  ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ, მიზნად ისახავს ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.  ბოლო დღეებია ვხედავთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც 2008-2020 წლებში “ქართველ …

განცხადებები


საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს! რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო. 7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ …

განცხადებები


ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება

ქალბატონო ნინო, ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული  თანასწორობის მუდმივმოქმედი …

განცხადებები


ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მადლობის წერილი სახალხო დამცველს

საქართველოში ლგბტქი საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ნინო ლომჯარიას და მის გუნდს ქვიარ საკითხებზე გაწეული შრომისა და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისთვის! ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის პირობებში, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერ სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, აპარატმა თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ზოგადი წინადადება გამოსცა, რამაც საქართველოში ლგბტქი ადამიანებისთვის …

განცხადებები