ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს

აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების მომენტიდან დღემდე ხელისუფლება აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა …

განცხადებები


კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კიდევ ერთ ფასადურ პროექტს და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება

9 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი და უპრეცედენტოდ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია როგორც 2023 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე 2023 წლის სექტემბრის ცვლილებათა პროექტი. ეს უკანასკნელი, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდა.[1] კოალიცია მიესალმება ვენეციის კომისიის მიერ გაჟღერებულ მკაფიო და კრიტიკულ შენიშვნებს, რომელთა უმრავლესობა …

ახალი ამბები


გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო, არვ და PrEP პაციენტებისთის აცრა უფასო იქნება

დღეიდან PrEP/არვ მომხმარებლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინით აცრა უფასო იქნება. რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა? ვაქცინაცია წარმოებს Abbott Biologicals B.V.-ის  ოთხკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც ერთ-ერთია WHO-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.  გვერდითი ეფექტები სეზონური გრიპის აცრის შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო თავის ტკივილი, ოფლიანობის მომატება, ცხელება, ზოგადი სისუსტე, დაღლილობის განცდა — თითოეული შესაძლო გვერდითი ეფექტი მაქსიმუმ ორ …

ახალი ამბები


სათემო შეხვედრა: ,,წინასაარჩევნო წელი და პოლიტიკური ჰომოფობია”

,,თანასწორობის მოძრაობა” 12 ოქტომბერს 19:30 საათზე გიწვევთ სათემო შეხვედრაზე.  შეხვედრის მთავარი მიზანია ლგბტქ+ თემის პოზიციების განხილვა იმასთან დაკავშირებით თუ რა სტრატეგია/ები უნდა გვქონდეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან გასამკლავებლად. უკანასკნელი წლის განმავლობაში, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო და უფრო რეპრესიული ხდება. გარდა ამისა, არსებული პოლიტიკა უკვე  ღიად ეფუძნება ჰომო/ბი/ტრანსფობიას. იქიდან  გამომდინარე, რომ ლგბტქ+ თემი ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, …

ღონისძიებები


განაცხადების მიღება “ქვიარ აკადემიის” კურსზე: „იმპერიები და ქვიარ მოძრაობა”

    2023 წელი საკმაოდ მძიმე და პოლიტიკურად დატვირთული წელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. „რუსული კანონის” ინიცირებამ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებმა და ზოგადად, ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკის გააქტიურებამ ახალი კითხვები, წუხილები და წინააღმდეგობები გააჩინა  საზოგადოებაში. აღნიშნული წელი, ასევე გამოირჩეოდა, იმპერიული დისკურსების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მცდელობებით. თუმცა, ულტრა-კონსერვატიული  პოლიტიკის გაძლიერების ფონზე შეიკუმშა იმგვარი კრიტიკული სივრცეები, რომლებიც არსებული პოლიტიკის …

ღონისძიებები


აქტივისტთა ბანაკი: სტრესმედეგობის (Resilience) განვითარება ლგბტქ+ აქტივისტებში

ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ლგბტქ+ თემის მოწყვლადობისა და დაუცველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ლგბტქ+ თემის წევრები და აქტივისტები, არამხოლოდ პირადად აწყდებიან ცრურწმენებსა და სტერეოტიპებზე დაფუძნებულ უარყოფით, ხშირად მტრულ განწყობებს, არამედ ასევე, უწევთ ლგბტქ+ თემის სხვა წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი საჭიროებებისა და წუხილების გაზიარება. ასეთ პირობებში ცხოვრებასა და მუშაობას სტრესულ ფაქტორებთან დაკავშირებულ ემოციურ გადაწვამდე მივყავართ. “თანასწორობის მოძრაობის” …

ღონისძიებები


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი მოსაზრებები ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 1 2023 წლის 31 ივლისს წერილობითი მოსაზრებები გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. თუმცა, ცხადია, აღნიშნული მოსაზრებები დარჩება მხოლოდ ფაკულტატური ბუნების მქონე დოკუმენტად თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ადამიანის უფლებათა …

განცხადებები


ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა 2023

ვიწყებთ განაცხადების მიღებას 2023 წლის ქვიარ-ფემინისტურ საზაფხულო სკოლაში! თანასწორობის მოძრაობისა (EM) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) თანაორგანიზებით წარმოგიდგენთ საზაფხულო სკოლის პროგრამას, რომელიც შედგენილია მოწვეული გენდერის, სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებისა და სპეციალისტების, და ქვიარ და ფემინისტურ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტების და ავტორების მიერ. ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა პირველად 2022 წელს ჩატარადა და სიხარულით ვაანონსებთ მეორე …

ღონისძიებები