აქტივისტთა ბანაკი: სტრესმედეგობის (Resilience) განვითარება ლგბტქ+ აქტივისტებში 2024


ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ლგბტქ+ თემის მოწყვლადობისა და დაუცველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ლგბტქ+ თემის წევრები და აქტივისტები, არამხოლოდ პირადად აწყდებიან ცრურწმენებსა და სტერეოტიპებზე დაფუძნებულ უარყოფით, ხშირად მტრულ განწყობებს, არამედ ასევე, უწევთ ლგბტქ+ თემის სხვა წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი საჭიროებებისა და წუხილების გაზიარება. ასეთ პირობებში ცხოვრებასა და მუშაობას სტრესულ ფაქტორებთან დაკავშირებულ ემოციურ გადაწვამდე მივყავართ.

“თანასწორობის მოძრაობის” ინიციატივით, გაიმართება ლგბტქ+ აქტივისტების გასვლითი შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და განვიხილავთ სტრესმედეგობის განვითარების სტრატეგიებს.

ვისთვის არის აღნიშნული ტრენინგი:

იმ ადამიანებისთვის, ვინც ლგბტქ+ უფლებების დაცვას/ადვოკატირებას ეწევა საჯარო თუ ინდივიდუალურ დონეზე და სურს მონაწილეობა ისეთი ტიპის შეხვედრაში, რომლის დახმარებითაც გამოიმუშავებენ იმ უნარებსა და ტექნიკებს, რომლებიც მათი აქტივისტური საქმიანობის განხორციელებისას სტრესის შემცირებასა და გადალახვაში დაეხმარებათ. შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნული ფორმის შევსებისას ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი აქტივისტური საქმიანობიდან გამომდინარე სტრესის საწინააღმდეგო უნარების განვითარება.

შეხვედრის ჩატარების სავარაუდო თარიღი და ადგილი:

2024 წლის 20-21-22 თებერვალი, კახეთი

“თანასწორობის მოძრაობის” შესახებ

“თანასწორობის მოძრაობა” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქ+ ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ლგბტქ+ თემის გაძლიერებასა და მისი უფლებების ადვოკატირებაზე.

ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. 

განცხადებების მიღება სრულდება 15 თებერვალს