არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგზე იწვევს სოციალურ მუშაკებსა და სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
ტრენინგის აღწერა:
- 2 დღიანი ტრენინგი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ: სტიგმა და დისკრიმინაცია; ლგბტქი სპეციფიკური ტერმინების/საკითხების განმარტება; ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება; მსხვერპლის მხარდაჭერის სერვისები; პრაქტიკული სავარჯიშოები;
- ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა: 20-25.
- ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი.
- ტრენინგის ჩატარების თარიღი: 23-24 მარტი.
მოთხოვნილი ინფორმაცია:
- რეზიუმე;
- ტრენინგზე დასწრების მოტივაცია და მოლოდინები (მაქსიმუმ 250 სიტყვა).
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: info@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ „ტრენინგი სოციალურ მუშაკებთან“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.