Eau De Cologne x Equality Movement


მოხარული ვართ გაცნობოთ „ოდეკოლონისა“ და „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, “თანასწორობის მოძრაობის” ბენეფიციარებს შეეძლებათ მიიღონ მომდევნო ორი წვეულების ბილეთი უფასოდ.
თანამშრომლობის მიზანია ლგბტქ+ თემის წევრთა წახალისება აივ და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ტესტირებაზე. ასევე, პრეპისა და სხვა პრევენციული საშუალებების პოპულარიზაცია.

ბილეთის მისაღებად საჭიროა:

 თანასწორობის მოძრაობის ოფისში ისარგებლოთ ჩამოთვილილი უფასო და ანონიმური სერვისებიდან ერთ-ერთით:
-ჩაიტაროთ სწრაფი, მარტივი ტესტირება აივ-ინფექციაზე, სიფილისსა და ჰეპატიტებზე;
-მიიღოთ კონდომები და ლუბრიკანტები;
-ჩაერთოთ PrEP პროგრამაში.
 გაიაროთ რეგისტრაცია ოდეკოლონის ვებგვერდზე და მიიღოთ ვერიფიკაცია

 დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ პირადი შეტყობინების სახით სოციალურ ქსელებში