არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
“თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს ვაკანსიას სათემო ოფიცერის შესარჩევად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული – 75% (კვირაში 4 დღე)
ანაზღაურება: 1700,00 ლარი, საშემოსავლო გადასახადის (20%) და საპენსიო შენატანის (2%+2%) ჩათვლით (გათვალისწინებულია დამატებითი საბონუსე ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ფუნქცია / მოვალეობები:
- ბენეფიციარების მოძიება, აივ ინფექციის და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების პრევენციისა და აივ ინფექციის ექსპოზიციის წინა პროფილაქტიკის (PrEP) პროგრამის შესახებ მათი კონსულტირება;
- ორგანიზაციის რესურს-ცენტრსა და/ან ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში ბენეფიციარების თანხლება/ტრანსპორტირება;
- ბენეფიციარების ანონიმურობის, კონფიდენციალურობის დაცვა ეთიკის ნორმების, ორგანიზაციის შიდა სტანდარტების, მათ შორის, ეთიკის კოდექსის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან/უშუალო ხელმძღვანელთან;
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო შეხვედრებისა და პაციენტთა სკოლების მომზადებაში მონაწილეობა და ბენეფიციარების მოწვევა და მობილიზება;
- პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სამიზნე პოპულაციების წარმომადგენელთა ინფორმირება და კონსულტირება ონლაინ აუთრიჩის გზით
პიროვნული უნარ-ჩვევები და დამატებითი სასურველი მოთხოვნები:
- მაღალი მგრძნობელობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სასურველია ავტომობილის ყოლა და მართვის მოწმობა.
შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის ტრენინგ-მოდულს.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2026 წელი – 23:59 საათი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სათემო ოფიცერი – თბილისი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.