დასრულებული: კონკურსი ვიდეორგოლების დასამზადებლად


თანასწორობის მოძრაობა აცხადებს კონკურსს ვიდეორგოლების დასამზადებლად.

კონკურსის აღწერა:

კონკურსი ცხადდება პროექტის აივ პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა მაღალი რისკის პოპულაციებში ფარგლებში. ვიდეო უნდა ასახავდეს პრეპთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ შეკითხვებზე ექიმის მიერ გაცემულ პასუხებს. კონკურსის ფარგლებში დამზადდება 3 ვიდეორგოლი. (იხ. ანალოგი: https://shorturl.at/fnlxr)

აუცილებელი მოთხოვნები:

ვიდეო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება

ანაზღაურება:

2 741,00 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

ვიდეო უნდა მომზადდეს თანასწორობის მოძრაობის  თანამშრომლებთან კოორდინაციით. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ,  2025 წლის 20 ივნისამდე გამოაგზავნეთ პორტფოლიო და ვიდეოს დამზადების ვადები შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ – ვიდეოების კონკურსი

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: 

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.