არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან მუშაობს საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ ადამიანების უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ჰომოფობიასთან ბრძოლა და სერვისების მიწოდებისა და საადვოკაციო საქმიანობის გზით ლგბტქი+ თემის გაძლიერება.
„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი აქტივისტური ჯგუფებისა და ხელოვანების მხარდასაჭერად.
კონკურსი აქტივისტური ინიციატივების მხარდასაჭერად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ქვიარ აქტივისტური და სახელოვნებო ჯგუფების გაძლიერებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებს, ვისაც ქვიარ ინიციატივების განხორციელების იდეა აქვთ და სჭირდებათ რესურსი თავიანთი შემოქმედებისათვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ წინადადება ელფოსტაზე hr@equality.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: „კონკურსი ქვიარ აქტივისტებისა და ხელოვანების მხარდასაჭერად“.
აპლიკაციების მიღება წარმოებს 1 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით კონკურსით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.