კონკურსი ინგლისური ენის თარჯიმანის შესარჩევად


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის თარჯიმანის შესარჩევად.

სამუშაოს აღწერა:  საჭიროებების და ორგანიზაციული სერვისების კვლევის და სტრატეგიული დოკუმენტის ქართული ენიდან ინგლისურად თარგმნა.

სამშაოს ხანგრძლივობა: 2024  წლის დეკემბერი 

აუცილებელი მოთხოვნები

  •  უმაღლესი განათლება;
  • ქართულიდან ინგლისურზე თარგმნის პროფესიული გამოცდილება.

პიროვნული უნარჩვევები

  • ლგბტქი+ თემის მიმართ მაღალი მგრძნობელობა;
  • ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • განცხადებების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა : 2024 წლის 10 დეკემბერი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV და თქვენს მიერ თარგმნილი კვლევა ან პუბლიკაცია მისამართზე: hr@equality.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ კონკურსის დასახელება “თარჯიმანი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ა(ა)იპ „თანასწორობის მოძრაობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.