ქვიარ აკადემია 2024


“თანასწორობის მოძრაობა” გიწვევთ  2024 წლის ქვიარ აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 21 ნოემბრიდან- 26 დეკემბრის ჩათვლით, თბილისში.

წლევანდელი ქვიარ აკადემიის მთავარი თემაა – „სექსი და თვითგამოხატვა”.

ქვიარ აკადემიის პროგრამა შედგენილია რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტების, გენდერი/სექსუალობის მკვლევრებისა და ქვიარ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტების  მიერ.

ქვიარ აკადემიის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • საქართველოში გაბატონებული პოლიტიკური დისკურსები და მათ მიერ ნაწარმოები ნარატივების გავლენა ლგბტქ აქტივიზმზე;
  • რა რესურსები და სივრცეები რჩება ლგბტქ აქტივიზმს გაბატონებულ პოლიტიკურ დღის წესრიგში? 
  • ჯანდაცვის როგორი პოლიტიკა არის საქართველოსა და მსოფლიოში და როგორ გავლენას ახდენენ ისინი ლგბტქ თემის ჯანმრთელობაზე?

2024 წელი საკმაოდ მძიმე და პოლიტიკურად დატვირთული წელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებმა და ზოგადად, ულტრა-კონსერვატიული პოლიტიკის გააქტიურებამ  ახალი კითხვები, წუხილები და წინააღმდეგობები გააჩინა.  ულტრა-კონსერვატიული  პოლიტიკის გაძლიერების ფონზე დღითი-დღე მცირდება სივრცეები არსებული პოლიტიკის მრავალმხრივი, კრიტიკული და სტრუქტურული ანალიზისთვის. 

ქვიარ აკადემიის ახალი კურსის მიზანია, შექმნას მსჯელობის თავისუფალი სივრცე, საქართველოსა და მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზისთვის. ასევე გადაიაზროს სექსისა და თვითგამოხატვის მნიშვნელობა, განიხილოს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები და ის საფრთხეები, რის წინაშეც აყენებს ულტა-კონსერვატიული ჯგუფების გაძლიერება. 

ქვიარ აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

რეგისტრაციისა და აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ, დაგიკავშირდებით ელ.ფოსტის მეშვეობით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
რეგისტრაციის დასრულების დრო:   18 ნოემბრის  18:00 საათი
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელებზე ან  ელ. ფოსტაზე:

hr@equality.ge