“თანასწორობის მოძრაობა” იწყებს განაცხადების მიღებას 2024 წლის ქვიარ ჯანმრთელობის სკოლაში, რომელიც გაიმართება 12-15 ოქტომბერს, ბათუმში.
წარმოგიდგენთ ჯანმრთელობის სკოლის პროგრამას, რომელიც შედგენილია მოწვეული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სპეციალისტების, გენდერი/სექსუალობის მკვლევრებისა და ქვიარ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტების მიერ.
I ნაწილი: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საფუძვლები.
II ნაწილი: ქვიარ აქტივიზმის პერსპექტივა აივ/შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლაში და უფლებები.
ქვიარ ჯანმრთელობის სკოლის პროგრამა განსაზღვრულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საბაზისო ცოდნა მიიღოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და გენდერულ საკითებზე, შეისწავლოს ქვიარ მოძრაობების ისტორია, ჩაერთოს აივ/შიდსის აქტივიზმში და ადვოკატირების გზით დაამარცხოს სტიგმა.
გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციისა და აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ, დაგიკავშირდებით ელ.ფოსტის მეშვეობით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას გამგზავრების დროსა და ადგილის შესახებ (თუ საჭიროებთ დაჩქარებილ პასუხს გასვლითი კვირის დასაგეგმად მოიწერეთ ბოლო პუნქტში და პასუხს დაგიბრუნებთ 5 ოქტომბრამდე).
ტრანსპორტირების, კვებისა და აქტივობების საფასურს ფარავს “თანასწორობის მოძრაობა”.
რეგისტრაციის დასრულების დრო: 8 ოქტომბრის 18:00 საათი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ინსტაგრამზე ან ელ. ფოსტა: hr@equality.ge