“თანასწორობის მოძრაობის” განცხადება “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით


არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” შეშფოთებას გამოხატავს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით. როგორც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ოფისს თავს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ და საღებავები შეასხეს. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში “თბილისი პრაიდის” ოფისთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეებიც ოფისის შენობაზე ლგბტ+ დროშის გადმოფენას აპროტესტებენ. პრაიდის წარმომადგენლების ვარაუდით, ოფისზე თავდასხმა სავარაუდოდ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დროულად შეისწავლოს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ფაქტი;
  • განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები სხვისი საკუთრების დაზიანების, თუ ძალადობის თავიდან ასაცილებლად, რაც რეალურია ამ ჯგუფების წარსული საქმიანობის გათვალისწინებით.