რა იქნებოდა | ნუკრი ტაბიძე “ეგალიტესთვის”


ავტორი: ნუკრი ტაბიძე

შენ დღეს ახალ სკოლაში მიდიხარ. ამ სკოლაში შეგიძლია შარშანდელი ფეხსაცმელები ჩაიცვა, იმიტომ, რომ ამ ფეხსაცმლით ჯერ არავის უნახიხარ. შენ ახალი ბავშვი იქნები ცოტა ხანს. ეს უკვე გამოიარე წინა სკოლაშიც. რამდენიმე კვირა ძალიან ფრთხილად უნდა იყო. ყველა შენ გაკვირდება, ცდილობენ გაიგონ ვინ ხარ, რას ელოდონ შენგან. არადა შენ თვითონაც არ იცი ვინ ხარ ან რას აპირებ. მაგრამ ზუსტად იცი, რომ ამ სკოლაშიც დაგხვდებიანქულ ტიპები”, “ჩვეულებრივებიდაბანძები”. აუცილებლად უნდა ეცადო ამ ბოლო კატეგორიაში არ აღმოჩნდე. თუმცა არც ის იცი რა პრინციპით დაჯგუფდებით. ფიზკულტურის გაკვეთილზეარჩევანითუ არაარადანიმაინც თუ იქნები, გგონია, აქ მაინც მიგიღებენ. ერთი რამ არ იცი ჯერ. შენ უკვე 13 წლის ხარ! ფიზკულტურის გაკვეთილებზეწრეშიბურთსაღარავინ თამაშობს, ყოველ შემთხვევაში თავისი ნებით. პირველივე დღეს ხვდები, რომმაგარ გოგოებსკარგად აცვიათ, ისინი წყვეტენ რა არისკარგად ჩაცმაც”, ყველაზე ბოლო მოდელის ტელეფონები უჭირავთ ხელში, გაკვეთილებზე ერთად სხედან, სახლშიც ერთად მიდიან და შაბათკვირასაც ერთად ატარებენ მაკდონალდსში. შენს მშობლებს მაკდონალდსის ფული არ აქვთ და მარტო ასე შორს არც გაგიშვებენ. ვერც ახალ ტელეფონს გიყიდიან და ვერც ყველაზე მაგარინიუბალანსებითმოაწონებ თავს დანარჩენებს. პირველივე კვირაში ირკვევა, რომ მასწავლებლები მაინც შენს მხარეს არიან. კარგად სწავლობ და მართალია, სხვა მაგარი ბავშვებივით კერძოდ ვერ ემზადები, მაინც მათზე უკეთ იცი ინგლისური. მგონი გადარჩი

ისისაა მშვიდად ამოისუნთქე. უკვე მთელი 2 თვე გავიდა. ქულ ბავშვები გელაპარაკებიან კიდეც. თუმცა შენი ჩაცმულობა მაინც არ მოსწონთ. ჩვეულებრივი ბავშვებიც კარგად გექცევიან, მაგრამ ჯერ ვერავის დაუმეგობრდი. არავინ მოგწონს. ვინც მოგწონს, იმათი მეგობარი ვერ იქნები. შენი მშობლები ნერვებს გიშლიან. ვერ ხვდებიან, რომ აუცილებლად გჭირდება ახალი ტელეფონი. რომ სხვანაირად სულ მარტო მოგიწევს ჯდომა, ან სხვა უმეგობრო კლასელებთან. ან კიდევ უარესი ბიჭებთან! ბოლოს სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შეგრჩება. ერთ ჩვეულებრივ ვატოსთან და ერთჩმორნიკასთან დამეგობრდი. ერთმანეთს ვერ იტანენ. ვატოს მაგარი მეგობრები ყავს პარალელურ კლასში, ნიკა კიდევ არავის უყვარს. შენც არ გიყვარს ნიკა. ძალიან ბევრს ლაპარაკობს, სულ ხუმრობს და არასდროს თვლის თავს დამნაშავედ. ნიკა უზრდელია. განსაკუთრებით გოგოებთან. ვატო მარტო იმ გოგოებთანაა უზრდელი, ვინც მოსწონს. ნიკას მგონი არავინ მოსწონს. პარალელურკლასელებიპიდარასტსეძახიან, მაგრამ დარწმუნებული არ ხარ. მგონი პიდარასტი არაა. უბრალოდ, ძალიან კიდია ყველაფერი. გაკვეთილებზე მორიგეობით ჯდები ხან ვატოს, ხან ნიკას გვერდით. ორივე გართობს, ერთმანეთზე ეჭვიანობენ, მაგრამ მეგობრულად. ალბათ ორივე ძალიან მარტოსულია. სკოლის მერე ნეტავ რას აკეთებენ. ორივე თამაშობს. რაღაც სულელურ თამაშებს. კომპიუტერულიომობანა”! რით ვერ გაიზარდნენ?! ვერ იგებ. ვერაფერზე ელაპარაკები. ერთხელ ნიკას კითხე ვინმე ხომ არ მოსწონს. რაღაც მოაბოდიალა, რომ შეყვარებული ყავდა უბანში. დიდად არ გჯერა, მაგრამ არც დიდად გადარდებს, რომ შეეკამათო. თვითონ ძალიან გაინტერესებს ვის ვინ უყვარს, ან შენ თუ მოსწონხარ ვინმეს, მაგრამ ვერავის ეტყვი. ბიჭები არ მოგწონს. მარტო ზოგჯერ, მარტო ისინი, ვინც ისედაც ყველას მოწონს

ნეტა სხვა გოგოები რაზე ლაპარაკობენ? ალბათ ბიჭებზე? ალბათ ერთმანეთს ვერავინ იტანსსასტავში”. ყველას ყველაზე მაგარი უნდა იყოს. ვერც შენ იტან ვერავის. არც ნიკას ენდობი და არც ვატოს. არ იცი რას ელოდო. ყველას ეღადავებიან, ყველას დასცინიან. შენც იცინი მათთან ერთად, მაგრამ შენ მათნაირი არ ხარ. საერთოდ არავის ნაირი არ ხარ! მაგრამ ერთი არასწორი სიტყვა და შეიძლება შენც ისევე დაგცინონ როგორც დანარჩენებს. ამიტომ ფრთხილად ხარ. თურმე სწორადაც.

ერთ დღეს შესვენებაზე ნიკა შენს ჩანთას ხსნის და უზარმაზარ „ოლვეის ულტრას“ პოულობს. ამოიღო, გახსნა, ყველას აჩვენა. სიცილით კვდებიან. ნერვები გეშლება. ყელში შხამიანი ბურთი გაგეჩხირა. ამათ ჯინაზე არ იტირებ. ამ დროს ვატოც ერთვება ერთობლივჟრიამულში”. შენს პაკეტს ხელში ატრიალებენ. არ იცი უნდა იცინო თუ უნდა უყვირო. ბოლოს ჩანთას წაართმევ და ოთახიდან გადიხარ. მეგობრობა დასრულდა. მაგრამ ამას არ შეარჩენ. ისედაც პირველს მოგივიდა მენსტრუაცია კლასში. ისედაც ყოველ თვე ერთი კვირა დაძაბული ზიხარ. არ იცი, როდის და საიდან შეიძლება გაჟონოს. ახლა ყველამ იცის, რომ მენსტრუაცია გაქვს. ვერ ხვდები რატომ მოიქცა ასე! მაგრამ აი, იცოდი! ხომ იცოდი, რომ ნდობა არ შეიძლებოდა! გეზიზღება! ნიკა უზრდელია, მარა ვატო მაინც რამ გააგიჟა. არადა ნიკას ვერ იტანდა ვერასდროს. ქალაჩუნას ეძახდა სულ. გინდა ცემო, მაგრამ შენზე ძლიერია. დერეფანში დგახარ ფანჯრის რაფასთან მარტო. ვერც ტირი, ვერც იცინი, ვერც გაკვეთილზე შედიხარ

უცებ გორგილა გიახლოვდება. გორგილა (იგივე გიორგი გორგილაძე) შენი პარალელურ კლასელია. გორგილა არც ლამაზია და არც ჭკვიანი, მაგრამ ყველა პატივს სცემს. გორგილას სამი ძმაც შენს სკოლაში სწავლობდა და სკოლა ხელში ეჭირათ. გორგილასიც ყველას ეშინია. თვითონაც დიდი და მსუქანია და მისი ძმებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამბობენ, რომ ყველაზე უფროსმა 90-იანებში სასწავლო ნაწილი დაჭრა. მასწავლებლები ვერც ერთს ვერ იტანენ. ერთი სული აქვთ გორგილაძეებისკლანითავიდან მოიშორონ. შენს ძმასაც ცუდად ექცეოდა გორგილა თავიდან რომ გადმოხვედით. ძალიან გაბრაზდი შენს მე-3 კლასელ ძმას ამხელა მე-7 კლასელი რომ აჩმორებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. გორგილა ნიკამ გაგაცნო. ვატო გორგილას ძმაკაცს შოთოს ეძმაკაცება. ბავშვობის მეგობრები არიან. ტრუსიკის ძმაკაცები. ამიტომ ვატოს არავინ არაფერს ერჩის. ყველასთან კარგადაა. შენც ყველასთან კარგად ხარ. გორგილასაც კი იცნობ. შეიძლება ცოტა სხვანაირად მოსწონდე კიდეც. გორგილასი ყველას ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ გოგოებს არ ერჩის. გოგოებთან კარგადაა. ერთხელ გითხრა, რომ ვინმე თუ გაწყენინებს, მაგასთან მიხვიდე. სამაგიეროდ, ყველა ბიჭი ნაცემი ყავს, თავისი ძმაკაცების გარდა. მტირალა და ქალაჩუნა ბიჭებს განსაკუთრებით ვერ იტანს. ერთხელ მოგიყვა თავისი ახალგადასული კლასელი ბიჭი როგორ გამოიჭირა ტუალეტში და როგორ ცდილობდა შეემოწმებინა მართლაპიდარასტიათუ არა. “ცოტა შემაყოფინეო, ვუთხარი”, – უყვებოდა ყველას სიცილით. იმან არაო, არ შემიძლიაო. კაი ბიჭო ძმურადო, ამაზე საერთოდ ბჟირდებოდა თვითონაც და მისი მეგობრებიც

არც დაფიქრდი ისე ეუბნები გორგილას, რომ ნიკა პიდარასტია! რომ კარგად იცნობ და თვითონ თუ არ სჯერა შეუძლია ტუალეტში გაიყვანოს და შეამოწმოს. “ვახ, რა პონტში ?” პასუხს არ გაცდის, თვითონვე ადასტურებსისე კი ეტყობა”. ამ დროს შოთო გიახლოვდებათ. “შოთო, ნიკა შენი აზრით პიდარასტია?” – გაბადრული სახით ეკითხება ოთოს. “პიდარასტია აბა რა ჩემი ფეხებია, პომადით მოძრაობს ტიპი.” შენ ამ დროს კანკალებ. თან გიხარია, თან უცნაურად ხარ, თითქოს რაღაცას აშავებ. თავბრუ გეხვევა. ნიკა უარესს იმსახურებს. გაკვეთილი იწყება, მაგრამ არ გინდა შესვლა. კლასში ყველამ იცის, რომ თვიური გაქვს. ექიმთან ჩადიხარ, ვითომ მუცელი გტკივა. პაკეტს ართმევ, ის ერთი რაც გქონდა წაგართვეს. ყველაფერი ძალიან მალე ხდება, თავი გტკივა და ცოტა გული გერევა ნერვიულობისგან. შემდეგი დასვენება 5 წუთიანია. ხალხს თავს არიდებ და გაკვეთილის დაწყებამდე კლასში არ შედიხარ. ნიკა შენს მერე შემოდის. ნამტირალევია. პირველად ხედავ ცუდ ხასიათზე. არ ლაპარაკობს (მგონი ეგეც პირველად). შენი თვიური არავის ახსოვს. ახლა ყველამ იცის, რომ ნიკა პიდარასტია. იმიტომ რომ გორგილამ თქვა ასე. არც უცემია, არაფერი. უბრალოდ თავზე გადაახია ჩანთა. ნიკა ჩუმად იდგა. ფუ, ჩმორი! გეზიზღება! შენთან იყო დიდ გულზე, გორგილას ხო ვერაფერი უქნა. მაგრამ მაინც რაღაც მეტს ელოდი. თავს დამნაშავედ გრძნობ. ზუსტად იცი, რომ მართალი ხარ, რომ ნიკა პიდარასტია, რომ ყველაფერს იმსახურებს, განსაკუთრებით იმის მერე რაც შენ გაგიკეთა. მაგრამ სახლში მაინც დამარცხებული ბრუნდები

ნიკა და შენ მეგობრები აღარსდროს იქნებით. დანარჩენ დროს ვატოსთან გაატარებ, მაგრამ აღარც ვატოს ენდობი. გორგილა და შენ უფრო ახლო მეგობრები ხდებით, იმიტომ რომ საერთო საქმე გაერთიანებთპიდარასტი ამხილეთ! მაგრამ მაინც მარტოსული ხარ. არც არავის ესმის შენი და არც შენ გესმის არც ნიკასი, არც ვატოსი და არც გორგილასი. იქნებ ჯობდა ნიკას დალაპარაკებოდი. ან დამრიგებლისთვის გეთქვა. გეთხოვა ბოდიში მოეხადა. ან უბრალოდ გაგეტარებინა. ან ყველას თანდასწრებით სახეში გაგერტყა ეგ ოლვეის ულტრა. ძილის წინ ამ ვარიანტებზე ფიქრობ ხოლმე. საკუთარ თავს ვერ ეუბნები, მაგრამ გულის სიღრმეში იცი, რომ უღალატე. გათქვი და თან ისე გათქვი, რომ ვატოც არანაკლებ იცინოდა და სხვა ბიჭებიც, მაგრამ იმათ ვერაფერს დააკლებდი. რომ ალბათ მეტი რომ იცოდნენ მენსტრუაციაზეროცა მასწავლებელმა გოგოები ცალკე გაგიყვანათ და თვიურზე გელაპარაკათ, იქნებ იმათთვისაც უნდა ეთქვა იგივე. საკუთარი თავი გეზიზღება, ნიკაც გეზიზღება და შენი თვიურიც გძულს. ვინმეს რომ უბრალოდ ეთქვა, უბრალოდ დაგლაპარაკებოდათ. იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრებულიყო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ახლა ვეღარავის ეტყვი. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეიძლებოდაგაეგოაღარ გელაპარაკება. ვერც შეეკითხები, იმიტომ რომ თვითონაც ეჭვებში ხარ, რომ გოგოები შეიძლება მოგწონდეს. იქნებ ნიკას ცოდნოდა, როგორ უნდა მიხვდე. მაგრამ ახლა შენით მოგიწევს. რა იქნებოდა, სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი.

______________________________________________________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში “ეგალიტე – სახელმძღვანელო ახალგაზრდებისთვის”. ჟურნალ “ეგალიტეს” სანახავად გადადით ბმულზე: ჟურნალი “ეგალიტე”.