დავით კახაბერი | არ ხარ მარტო


“ბავშვობიდან ვიყავი ძალიან ფემინური, რაც ხშირად ჩემი დაცინვის მიზეზი ხდებოდა ხოლმე. ხშირად მომმართავდნენ სხვადასხვა სახელით, არ მინდოდა ხოლმე სკოლაში წასვლა, რომ არ შევხვედროდი ვიღაცებს. ყოფილა გაკვეთილზე დაგვიანების შემთხვევები იმ იმედით, რომ არავინ არ დამხვედროდა,“ – დავით კახაბერი გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე ბულინგის შესახებ.

კამპანია “არ ხარ მარტო” მიზნად ისახავს საზოგადოებაში ღიად საუბარს შეუწყოს ხელი იმ უმწვავეს თემებზე, როგორიცაა ბულინგი და ძალადობა. კამპანიაში ერთიანდება ჟურნალი “ეგალიტე”, რომელშიც იხილავთ ფსიქოლოგის რჩევებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე და სხვა მრავალ საჭირო ინფორმაციას.