9 მარტიდან 16 მარტამდე “თანასწორობის მოძრაობის” ოფისები თბილისსა და ზუგდიდში დროებით დაიხურება.
“თანასწორობის მოძრაობამ” აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად იზრდება ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევები.
დანიშნული ვიზიტები მომავალი კვირისთვის გადაიდება. ხოლო მათ ვისაც სურთ, გაიკეთოთ სწრაფი აივ-ტესტირება, ან ჩაერთონ პრეპ პროგრამაში, მომავალი კვირიდან შეგიძლიათ მოგვმართოთ იმავე მისამართზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19.