ლგბტ+ თემის წევრებისთვის “თანასწორობის მოძრაობა” იწყებს სასწავლო კურსებს ფიზიკური უსაფრთხოებისთვის. ორი თვის განმავლობაში ჩვენს ოფისში შეგეძლებათ კრავ მაგას დაეუფლოთ.
კრავ მაგა თავდაცვისა და საბრძოლო სისტემის სახეობაა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები იყენებენ. კრავ მაგა კრივის, ჭიდაობის, აიკიდოს, ძიუდოსა და კარატეს ტაქტიკების კომბინაციაა.
ქვეყანაში არსებული მომეტებული ჰომოფობიური გარემოს გამო თემის წევრები ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის სამიზნეები ხდებიან. ამიტომ, ვისაც სურვილი აქვს, რომ თავდაცვის საბაზისო შესაძლებლობები გაიუმჯობესოს, ჩაეწერეთ კურსზე.
აღნიშნულ შეხვედრებზე მონაწილეები ისწავლიან თავდაცვის სხვადასხვა მეთოდს, რასაც ფიზიკური მომზადება არ სჭირდება. ვორქშოფები იქნება დახურული და წევრების მაქსიმალური რაოდენობა შემოიფარგლება 15 ადამიანით.
თუ გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ ვორქშოპებში, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა 6 ოქტომბრამდე.
ვორქშოპები განკუთვნილია ლგბტქ+ თემისთვის, დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევარში და გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში!