ევროპარლამენტი ევროკომისიას – ლგბტქი უფლებები პრიორიტეტული უნდა იყოს


ევროპარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ევროკომისიას, რომ მომავალი საქმიანობისას დაიცვას ლგბტქი ადამიანების თანასწორობა და უფლებები.

14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ლგბტ ადამიანების თანასწორობის სამოქმედო გეგმის წინაპირობაა. იგი აერთიანებს ევროპარლამენტში წარმომადგენლობის მქონე 19 სახელმწიფოს, რომლებიც შეუერთდნენ დეკემბერში მალტის მთავრობის ინიცირებულ მოწოდებას, რომ შეიქმნას ევროკავშირის 2019-2024 წლების სტრატეგია ლგბტქი უფლებების დაცვისთვის.

“დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში, სადაც ლგბტქი სტრატეგია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში არის მცირე, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის წინაშე, ევროპარლამენტის ცალსახა მოწოდება ევროკომისიისადმი, რომ კი არ მერყეობდეს, არამედ, მტკიცედ იდგეს მომავალში ლგბტქი ადამიანების უფლებების გასაუმჯობესებლად, ძალიან საჭირხოა”, – თქვა კატრინ უგენდუბელმა, ილგა-ევროპის ადვოკატირების დირექტორმა.

რეზოლუცია ცალსახად მოუწოდებს ევროკომისიას და არწმუნებს, რომ ლგბტქი ადამიანების უფლებებს მიანიჭონ პრიორიტეტი მუშაობის დროს 2019-2024 წლებში და განავითაროს ლგბტქი სტრატეგია მომავალი ვადის დროს, ევროპარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით.

“გასულმა 5 წელმა აჩვენა, რომ სტრატეგიული მიზანი, ლგბტქი უფლებების სამოქმედო გეგმის სახით, ევროკომისიას საშუალებას აძლევს, იყოს უფრო ამბიციური ლგბტქი ადამიანების თანასწორობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ მომავალ ვადაში სამოქმედო გეგმა შეასრულოს”, – განაცხადა ეველინ პარადისმა, ილგა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხება ინტერსექსი ადამიანების უფლებებს. ევროპულმა პარლამენტმა არამხოლოდ გააცნობიერა ინტერსექს ადამიანების უფლებების დარღვევა, რომელიც ევროპის კავშირში სისტემატურად ხდება, არამედ განსაზღვრა ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას ევროკავშირის მასშტაბით. ასევე, რა უნდა გააკეთონ ეროვნულმა მთავრობებმა, რათა დაცული იყოს ინტერსექსი ადამიანების უფლება საკუთარი სხეულის ხელშეუხებლობისა.