“ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”, თინა მახარაძე


“ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით. თუმცა, მანამდე, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა მკვლელი გაამართლეს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვიც კი, გამოიტანდა სავსებით სწორ დასკვნას პროკურორის დასაბუთებიდან გამომდინარე.
მკვლელი ამტკიცებდა, რომ საბი მოკლა თავდაცვის მიზნით, მკვლელობამდე 30 წუთით ადრე ნაყიდი დანით და მიაყენა მას 9 ჭრილობა. რომ მან შემთხვევით იპოვა დანა საბის სამზარეულოში, შემთხვევით გააყოლა ხელს და სახლიდან გასვლისას საბი მას თავს დაესხა, მან კი თავდაცვის მიზნით მოიქნია დანა და ამ დანას საბი შემთხვევით წამოეგო თვითონ.
იქვე მდებარე მაღაზიის მეპატრონემ ამოიცნო თავის მიერ გაყიდული დანა და ამოიცნო მკვლელიც. ხოლო მოსამართლეები, რომლებმაც მკვლელი გაამართლეს, სავარაუდოდ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, უშფოთველად აგრძელებენ ცხოვრებას. სიძულვილი შობს აგრესიას, აგრესია, ბუნებრივია, შობს ძალადობას. ნუ დადგებით ძალადობის მხარეს!”, – თინა მახარაძე, მსახიობი.