არსებული სიტუაცია
PrEP-ი იავ-ის პრევენციის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციია, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომი 2017 წლიდან გახდა პილოტურ რეჟიმში მსმ ჯგუფისთვის.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მსმ ჯგუფში აივ-ის კონცენტრირებული ეპიდემიაა, PrEP-ში ჩართვას და მის უწყვეტად გაგრძელებას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს ინფიცირების შანსი როგორც ინდივიდის დონეზე, ისე ჯგუფში.
ამ ეტაპზე, ჩვენთვის უცნობია მოცვის რა სამიზნეები არის რეალისტური, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ:
- მსურველთა 78% პროცენტის მიერ ხდება PrEP-ის ინიცირება[1]
- PrEP-ის დაბალი მიმღებლობა ასოცირებულია PrEP-ის და აივ ინფექციის რისკების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასთან [2]
საქართველოს შემთხვევაში, მაშინ როდესაც PrEP-ი პილოტური ფაზიდან პროგრამულ ფაზაში გადადის, და ასევე 2019 წლიდან მომსახურების დაფინანსებაში გლობალური ფონდის გარდა, მონაწილებას მიიღებს სახელმიწფოც, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბარიერების ინდენტიცირებასა და სწორი კომუნიკაციის წარმოებას (i) პაციენების მოზიდვის კუთხით და (ii) მათი მკურნალობაზე შენარჩუნების თვალსაზრისით.
არსებული გამოწვევები
PrEP-ის პილოტის ფაზაში რიგი გამოწვევები დაფიქსირდა:
- დაბალი ჩართულობა — არსებობდა მოსაზრება, რომ მკურნალობაში ჩართვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე მსურველთა რაოდენობა; ბოლო პერიოდში, ეს მაჩვენებელი შეიცვალა, თუმცა გაურკვეველია მიზეზები. ასევე, პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იგეგმება პაციენტების, სულ მცირე, გაორმაგება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა;
- მოცვა ძალიან დაბალია, რაც გულისმობს, რომ უნდა მოხდეს ახალი პაციენტების მოზიდვა;
- შენარჩუნება — თუმცა ჯერ-ჯერობით მკურნალობაზე შენარჩუნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პრობლემები არ ფიქსირდება, სავარაუდოდ მომავალში მკურნალობაზე უწყვეტად შენარჩუნება იქნება გამოწვევა, რისთვისაც პროგრამა უნდა იყოს მზად.
კვლევის მიზანი და ამოცანა
PrEP-თან დაკავშირებული კომუნიკაციის სტრატეგიის რევიზიის მიზანია გაზარდოს PrEP-ში ჩართულობის და შენარჩუნების მაჩვენებელი ეფექტური კომუნიკაციის განხორცილების გზით.
ამ მიზნის მიღწევისთვის მოაზრებულია შემდეგი საქმიანობები:
- ძირითად სამიზნე ჯგუფებში (1) PrEP-ზე მყოფ პაციენტებში, (2) PrEP-ში ჩართვის მსურველთა შორის, (3) PrEP-ის არარეგულარ პაციენტებს (ანუ, რომელებიც არ იცავენ რეჟიმს) და (4) PrEP-ის პოტენციურ კანდიდატებს შორის შეისწავლოს არსებული ბარიერები რაოდენობრივი და თვისობრივი მეთოდების გამოყენებით.
გამოყენებული უნდა იყოს ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუ და არსებული მონაცემების სტატიკური ანალიზი. (ფოკუს ჯგუფების საპროგნოზო რაოდენობა: 7, მათ შორის, 3 რეგიონებში)
ბარიერებს შორის პოტენციურად უნდა შემოწმდეს: geographical access, availability, affordability and acceptability
- დაინტერესებულ მხარეებთან ჩაღმარევებული ინტერვიუ ბარიერების შეისწავლის მიზნით; მათ შორის, განმახორციელებლებთან (შიდსის ცენტრი და თანასწორობის მოძრაობა), რეგიონში არსებულ სათემო ორგანიზაციასთან და სამინისტროსთან. მკვლევარი საჭიროებისამებრ განსაზღვრავს სხვა რესპონდენტებს. (საპროგნოზო რაოდენობა: 10 ინტერვიუ)
- მოახდინოს კომუნიკაციის სტრატეგიის რევიზია.
- წარადგინოს შედეგები დაინტერესბულ მხარებთან და ჩაატაროს consensus building შეხვედრა.
რეკრუტირებასა და შეხვედრების ორგანიზებას (მკვლევარის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით) უზრუნველყოფს დამკვეთი მხარე.
სამუშაოების ჩამონათვალი (deliverables) და სავარაუდო ვადები
საქმიანობა | კვირა 1 | კვირა 2 | კვირა 3 | კვირა 4 | კვირა 5 | კვირა 6 |
კვლევის მეთოდოლოგია | ||||||
კვლევის განხორციელება | ||||||
კვლევის ანგარიში | ||||||
კომუნიკაციის სტრატეგიის რევიზია | ||||||
დაინტერესებულ მხარეებთან გაფართოვებული შეხვედრა | ||||||
დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის ანგარიში |
პროცესი
დაინტერესებულმა პირმა, ორგანიზაციამ, ან პირთა ჯგუფმა წერილობით უნდა გამოხატოს თავისი დაინტერესება და წარმოადგენს კვლევის განხორციელების მოკლე მონახაზი არაუგვიანეს 8 აგვისტოსა და უნდა შეეძლოს კვლევის პროცესის დაწყება 10 აგვისტოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დავით კახაბერს, აივ/შიდსის პრევენციის პროგრამის კოორდინატორი: kakhaberi@equality.ge
[1] Hojilla JC, Vlahov D, Crouch PC, Dawson-Rose C, Freeborn K, Carrico A. HIV Pre-exposure Prophylaxis (PrEP) Uptake and Retention Among Men Who Have Sex with Men in a Community-Based Sexual Health Clinic. AIDS Behav. 2018 Apr;22(4):1096-1099. doi: 10.1007/s10461-017-2009-x. PubMed PMID: 29243109; PubMed Central PMCID: PMC5879003.
[2] Young I, Flowers P, McDaid LM Barriers to uptake and use of pre-exposure prophylaxis (PrEP) among communities most affected by HIV in the UK: findings from a qualitative study in Scotland BMJ Open 2014;4:e005717. doi: 10.1136/bmjopen-2014-005717