8 მარტს, თანასწორობის მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით გაიმართა აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით “რატომ ვერ გამოდიან ქალები აქციაზე?”.
ფეხსაცმელები ყვებიან ამბავს იმ ქალების ნაცვლად, ვისაც თვითონ არ შესწევს ძალა აქციაში მონაწილეობის მიღების. ყველა ისტორია,რომელიც წარმოდგენილი იყო პერფორმანსის დროს ნამდვილია და ასახავს რეალური ქალების ისტორიას.
ლიკა 31 წლის
„აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს იმიტომ, რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა”;
ქეთო 53 წლის
“ჩემი შვილი გეია, მე ის მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი შვილია. თუმცა, აქციაზე მაინც ვერ გამოვდივარ, იმიტომ რომ “რას იტყვის ხალხი” ;
მარი 20 წლის ( ლესბოსელი)
„არ შემიძლია, ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე. ვერ გავალ აქციაზე და ვერ დავიცავ ჩემს, როგორც ლესბოსელი ქალის, უფლებებს. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო მიწევს დუმული”;
ლოლა 49 წლის (ტრანსგენდერი ქალი)
„პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ვერასოდეს ვიტყვი, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ.საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიის გამო მიწევს დამალვა”;
თამარი 32 წლის (მარტოხელა დედა)
„რთულია საზოგადოების წნეხს გაუძლო, როდესაც ქორწინების გარეშე აჩენ შვილს. საზოგადეობა ვერ ეგუება მათ მიერ დაწესებული ნორმიდან გადახრას. ყოველ დღე მიწევს გავუძლო გამკიცხავ მზერას და კომენტარებს”;