“ბალიშის პირი”- ანდრო დადიანის პერფორმანსი ზუგდიდში


21 თებერვალს „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის რესურს ცენტრში ანდრო დადიანის პერფორმანსი „ბალიშის პირი“ მოეწყო. მოქმედება ლგბტქი ადამიანების ცხოვრებას და მათი პირადი ცხოვრების გამოხატვის გამოწვეულ შიშებსა და ბრძოლას ასახავს.

“ადამიანები ყოველთვის ჩვენს მყუდრო და პირად სივრცეს დავეძებთ, ვლაპარაკობთ ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს კონტინენტზე, ქალაქზე, ქუჩაზე, ბინაზე, ჩვენს ოთახზე და კიდევ უფრო პირად სივრცეზე – საწოლზე, რომელშიც ცხოვრების ნახევარს ვატარებთ.

ჰომოსექსუალი ადამიანები გამუდმებულ მალვაში ვართ. მშვიდად ყოფნას მხოლოდ ჩვენს ვიწრო ტერიტორიაზე – საწოლში ვახერხებთ და ზოგჯერ იქაც ვერა.

რამდენიმე წელია ჩემი მუდმივი დაძაბულობა ნევროზად გადაიქცა. შეყვარებული მეუბნება, რომ თურმე ძილში ვლაპარაკობ, როცა სახლში სტუმარი გეწვევა და დგება მომენტი, რომ ჩემი ოთახი ვიღაცას გავუყო, სულ მეშინია, რომ ძილში რამე არ წამოვიძახო. რაღაც საეჭვო არ ვთქვა ჩემი ცხოვრების შესახებ. რასაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაცინვა, შეურაცხყოფა და ძალადობა შეიძლება მოჰყვეს.

პერფორმანსი “ბალიშის პირი” სწორედ საწოლში გამხელილი შეულამაზებელი ფიქრებია ჩემს თავზე, მოურჩენელ ტკივილებზე და ჩემს სხეულზე სოკოებად მოდებულ შიშებზე, რომლებსაც ვერ ვიშორებ და მოსვენებას მიკარგავენ”,–ანდრო დადიანი.