საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ციხეში “საქათმის” არსებობა დისკრიმინაციად მიიჩნია.


საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რომლითაც სამინისტრო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მხრიდან ამავე დაწესებულების პატიმრის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი. დირექტორის ბრძანებით პატიმარს აეკრძალა სამეურნეო ნაწილში მუშაობა, ვინაიდან სხვა პატიმრები ამას ჰომოფობიური საფუძვლით ითხოვდნენ.

სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ პატიმრის უფლებების შეზღუდვა ხდებოდა მისივე უსაფრთხოებისთვის და რომ პატიმრების სეგრეგაცია ე.წ. “საქათმეებში” ამავე საფუძვლით ხდება, მაგრამ სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.