კონკურსი ცხადდება ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. ვიდეო უნდა ასახავდეს „თანასწორობის მოძრაობის” სერვისების მოკლე მიმოხილვას. კონკურსის ფარგლებში დამზადდება ერთი ვიდეორგოლი. (იხილეთ მაგალითი)
აუცილებელი მოთხოვნები:
ვიდეო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება
ანაზღაურება:
5300 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ვიდეო უნდა მომზადდეს „თანასწორობის მოძრაობის” თანამშრომლებთან კოორდინაციით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2025 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ პორტფოლიო და ვიდეოს დამზადების ვადები შემდეგ მისამართზე: hr@equality.ge. მეილის Subject-ის ველში მიუთითეთ – ვიდეო კონკურსი.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ჩვენ შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.
ვებ-გვერდი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით.